ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


ორსტროფედები

თითქოს დამფრთხალი ლეგა ლემადე,
თაბორის მთაზე გამოპარულა,
და მამლის სამგზის დაყივლებამდე,
უნდა უარგყონ, რაბი, მალულად.

მგონია ეშმა შემომხვევს ხელებს,
როგორ იცხოვროს სულმა და კაცმა,
ნუთუ მამაო, აღდგომის მერეც
აღარ სრულდება გვემა და ჯვარცმა...


* * *

ახლა ღალატი ისე ახლოა,
როგორც კარებთან ხარხარი გზირის,
ნამლევა ბინდიც ბებრის კალოსთან
მიტოვებული ქალივით ტირის.

ეს კარნავალიც პანაშვიდია,
დაღლილ ნიღბებით მორთული წუხელ,
დედა, ნისლები სადღაც მიდიან,
ქალაქი დადის სულ ღრუბელ-ღრუბელ.

* * *
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია,
და ერთად ლაღობს კაენი ყველა,
და ლოდის ქვეშაც ამოდის ია,
ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.

ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე,
/მზე თუნდაც ერთი საათით რად ღირს!/,
კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს,
და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები