ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


*** (ეძღვნება ყველას ვინც აიკვიატებს:) )

მინდა დავწერო, რომ უბრალოდ აგეკვიატოს
და მერე ხშირად გაგახსენდეს ჩემი სიტყვები.
როცა უეცრად მწუხარებით დაინამები
ან თუნდაც როცა ოცნებასთან
                                                მარტო იქნები...

იქნები მარტო...
                            ამ ღამეში, ამ წვიმის თქეშში...
უძირო ზეცას მიუხურავ ძლიერად კარებს...
განმარტვდები... რათა მოკვდე ამ სიცივეში
როდესაც ყველა დაგივიწყებს...
                                                  ვინც არის გარეთ!

ვინც არის გარეთ
                              შეიძლება სულაც არ იყოს...
ვინც არის გარეთ იქნებ მოკვდა დიდი ხნის წინათ,
იქნებ საფლავი, რომელთანაც ვზივარ მისია
და თვითონ აწვიმს თავის საფლავს
                                                  სევდიან წვიმად.

სევდიან წვიმად
                              იქნებ აწვიმს ის თავის საფლავს,
იქნება აწვიმს შენს ფანჯარას და ჩემს ქაღალდებს,
იქნებ მოვიდა ძლიერ გვიან, რადგანაც მიხვდა -
ვინც დაივიწყა, თუნდაც მკვდარსაც უნდა უყვარდეს!

და მაინც... მაინც შეიძლება სულაც არ იყოს
ვინც არის გარეთ... და ეს წვიმაც წვიმაა მხოლოდ...
მაგრამ მე მაინც მინდა ახლა რაღაც დავწერო,
რომ აგეკიდო, და საფლავშიც თან ჩაგაყოლო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები