ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


დამირეკე....

სულ არ გახსოვარ და სულ არ გენატრები,
მე კი უშენობის დაღი დამმჩნევია...
იცი, არ დავრეკავ! იცი, არ შეგხვდები
და არც მუხლზე დგომა, თხოვნით, არ მჩვევია!

ნეტა თუ იგრძენი, გული როგორ მოთქვამს,
როცა მოგონება სალტედ მომეჭდობა?!
ნეტა თუ გაიგებ, როცა სული ჩემი
შორს გამიფრინდება, რადგან... არ მენდობა?!

დამირეკეეეეეეეეეეეე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები