ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2009


ლა პა სიდიი

ერთი სასაცილო ყუთი მაქვს, სადაც ყველაფერს ვყრი. არა, კი არ ვაგდებ, უბრალოდ ასეთი უცნაური მეთოდით ვინახავ. ხანდახან მავიწყდება და სიმართლე გითხრა, სპეციალურად დასავიწყებლად ვანთავსებ რაღაც თუ ვიღაც-ვირაცეებს.

ო ლა პასიდიიი... ყუთს ვანჯრრევ და როდესაც ვხსნი ხელს ხან ტკივილი და ხან პატარა ღიმილაკები ამოყვება.

ეხლა სადღაც ვარ, დავბოდიალობ. მობილურზე მესიჯი მომდის: ოოო ლა პა სიდიი ებადობა დოე? და მეც ვარლაბა ურლაბათი ვპასუხობ მერე კი ღამით წანწალს განვაგრძობ.

ამასწინებზე ერთმა იცი რა მითხრა? სულში კრიზისი მაქვსო. მეც დავფიქრდი  კრიზისი რა ნავთობია თუ ელექტრომომარაგებათქო? ნეტა ამ წვიამში ეს რამ გამახსენა...

ოო ლა პასიდიიი... როგორ მინდა ძველებურად რამე  მკითხო და მეც გწერო: ებადობა დოეე... აი, სულში ვის ქონია შეზღუდვა. ეტყობა ჩემი რადიოშოკოლადის გზატკეცილებია დაზიანებული და ყუთიდან ამომძვრალი ისტორიების გმირები დაცანცარებენ.

ისევ არ ვიცი სად ვიმყოფები და სულაც არ მანაღვლებს. რადგან ეხლა იმათზე გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს, ვინც დანამდვილებით იცის, რომ სახლშია ან თუნდაც სადმე პარკში ან არ ვიცი-რავი

,,რავი: ამ სიტყვას მივეჩვიე და ალბათ ამასაც ბურთივიდ ყუთისკენ გავამგზავრებ,

კიდევ იცი რა გამახსენდა?ძველი პიჟამო. ხო, რა ვქნა გამახსენდა, იმასაც ზუსტად ბურთივით ვისვრიდი და დილით ადგომა მაგრად მიხაროდა.პატარა რიტულალი, რომელიც დილის გამამხნევებელ ვარჯიშს წააგავდა, შემდეგნაირად სრულდებოდა: წამოხტი, გაიხადე, ან უფრო ჩაიხადე, დაჭმუჭნე რაც შეიძლება ძლიერად, ხელის გულებში კარგად მოიკალათე, დაიხიე რამოდენიმე ნაბიჯით უკან და... ლოგინისკენ ისროლე რა.
ეს ამბავი ერთხელ ერთს მოვუყევი და რატომღაც ისიც ყუთში ჩასაცუნცულებელი გახდა.რა მექნა? შესანახი იყო და გარეთ ხომ არ დავტოვებდი? ეგღა მაკლდა ჩემს თვალწინ ებორიალა. მერე მაინც თავი ამოყო და ცანცარი დაიწყო.

ოო ლა პასიდიი გინდა გიმღერო?
ება დობა დოეეეეეეეეე
მერე შენ მკითხავ:
- აბა დუბი ვრიდ ბანადა?
- ება დობა დოეე ლაპასიდი.
- ვარლაბა?
- ურლაბა!
- სიქელა ტურეეეეეეე
- ო იეეე ზიბადაბა, ჰუბადაბააა
და ასე უსასრულოდ მთელი რამე ლა პა სიდიიი... რა იყო? უბრალოდ წვიმს შე სულელო და უცნაური ხმებია.

ოო ლაპასიდიიიიიიიიი როგორც წვიმს როგოოოოორ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები