ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2008


კლდის მონოლოგი



კლდის მონოლოგი

ჩემი ზურგია სისხლიანი
და ხერხემლიდან ამოზრდილი მოუთმენლობა
თვალებით კვეთავს სინანულით დაღვარჭლულ კისერს,
შევჩერებივარ მოფრიალე ნისლის ნაწნავებს
და მარტოობას აუხდენელ სურვილით ვივსებ.
ერთ დროს თავადვე ავიკრძალე, რომ ხელებიდან
ამომეზარდა სიყვარულის ლამაზი ვარდი
და, ახლა,  ზურგის სისხლიანი ლაქები მამხელს
რომ ფესვში ჩაზრდილ დანაშაულს ძალიან ვდარდობ.
---------------------------------------------------------------------------------
და ნისლის თეთრი ნაწნავები სურვილებს კვეთავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები