ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


წადი, გაიხარე!

შენ რომ გყვარებოდი
ასე უიმედო
აღარ იქნებოდა
ჩემი ნაბიჯები...
როცა არ მელოდი
მაშინ მოვედი და...
ვნებამ  აგიტაცა
კვლავ ცრუ  გაგიჟებით.
ამბობ არ გინდოდა
ჩემთან განშორება.
სხვას თუ  მოატყუებ,
მე ვერ დამაჯერებ.
ძალა მომეცი და
თავად  დაინახავ
მთვარის ორბიტაზე
ბრუნვას გავაჩერებ.
მუჭში შეგიგროვებ
ვარსკვლავს მოციმციმეს,'
შვიდფერ ცისარტყელას
რკალად გადაგიშლი,
თუკი წასვლა გინდა,
წადი, გაიხარე,
იცი? რომ შემეძლოს
მაინც არ დაგიშლი!
ახლა ალუბლების
სურნელს დავუთვრივარ,
თასი გამოვცალე,
ბოღმაგარეული.
გეზი  ვერ ავიღე
ისე ვბორიალობ
მე შენს სიახლოვეს
თავგზაარეული.
შენ რომ გყვარებოდი
ასე აბდაუბდა
როდი იქნებოდა
ჩემი პასუხები.
წადი, გაიხარე...
რატომ დაგიშალო?
თუკი ჩემზე მეტად
მაინც სხვას უხდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები