ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


იქედნეს ნაშობთათვის

თავისუფალი  სონეტების  წიგნიდან


როგორ  გათვალა  ასე  ართვალმა
მამული  -  როსმე  სვებედნიერი?!.
-  თათარიახნად  გვიკლებს  სატანა,
ჯეჯილს  გვიჯეგავს  ჯოგი  მშიერი!..

გაპარტახება,  თანაც  ამგვარი,
ჯერ  არ  უხილავს  ქართლს,  ბევრნაოხარს!..
ქვეყანა  დილეგს  ვინც  დაამგვანა,
მისი  ფუძისაც  ცდილობს  გამოხვრას...

ვის  შერჩენია  მოკვდავს  ღალატი
თავისი  ერის,  ღმერთის,  მამულის?!.
-  არც-ვის,
არც-როდის  -  მოაქჟამამდის!..
-  არც  ცხად-აშკარა,
-  არცა  ფარული!..

-  ჰა, 
-  სული  მსხვერპლთა 
როცა 
ციერს
ცად  შეჰღაღადებს...
ცით
თეთრი  მხედრის  რაშის  ფლოქვთაც
ისმის  თქარუნი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები