ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2009


მე - წვიმაში

პალიმფსესტებივით სახეგაცრეცილი,
მეტამორფოზების სხვადასხვა ფაზებით
შევრჩი პოსტაპრილურ, თბილისურ გაზაფხულს,
ფრაზებად.
წვიმა მიკაკუნებს სხვისქოლგაშეფარულს
(ქოლგა – ქალურობა! რა ჩემი საქმეა?),
თმები ბუნებრივი ხლართებით მაკრამის -
ქარის ხელსაქმეა.
ქუჩა ამადევნებს გიტარის აკორდებს,
სადღაც კარიდან თუ ფანჯრიდან, თუ... თუ... თუ...
ფიქრი – თავიდან რომ ვერაფრით ვიშორებ
სკასავით ფუთფუთებს.
მოზაიკასავით სახეარეული,
ნამსხვრევგაბნეული უგზოდ და უკვალოდ
ბავშვურად ამაწყვეთ, რომ თქვენთან დამტოვოთ
ჩუმად და უბრალოდ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები