| ავტორი: manana ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2009 |
სადაც რომ დავბადებულვარ, გამიხელია თვალი, შემისუნთქია ჰაერი, დამილევია წყალი, რა ხმაც ჩამესმა პირველად, რისიც გავიგე აზრი,- ისა ვარ, ის შევითვისე, მისი ნაწილი გავხდი... ქართული ბგერა მესმოდა, ქართულად ვიწყე ფიქრი, სიტყვა "ხევსური"-ც მოვიდა ჩემთან - გულში და ფიქრში, "ხევსური", "ხევსურს", "ხევსურო" - გაითავისა გულმა, "ქართველი, თანაც ხევსური" - თავი შეიცნო სულმა... ნუ გიკვირთ, როგორ განვიცდი ამ სიტყვის ყველა ბრუნვას, ხევსური პაპის მიყვარს და მენატრის ზღაპრის გუდა, ყრმობიდან ჩემს ახლო-მახლო, ქალაქადა თუ სოფლად, ხევსური ნათესავების მახსოვს ყოველთვის ყოფნა... მე თავი ხევსურად ვიცან, გულში გაიდგა ფესვი - ხევსურთა ადათ-წესებმა, ხევსურთ ვიწამე ღმერთი. ხევსურთა სალოცავი მწამს - ქრისტიან-წარმართული, უფლის წყალობით გამომყვა ხევსურთ ამაყი სული... ღმერთო ამრავლე ხევსური, უმრავლე დედა-წული, შეიწყალე და უსრულე, რაც კარგი სურდეთ გულით... ხევსური ხევსურებს ვლოცავ, ღმერთო მომეცი ძალა - ვაჟკაცებს გვერდით დავუდგე ერთი ხევსურის ქალა!
2006წ. 31 ივლისი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. 5555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555
12. წარმატებას გისურვებთ! ერთი თუში გოგო!!! წარმატებას გისურვებთ! ერთი თუში გოგო!!!
11. ი.ჯ.-ს: ღმერთიმც გიშველის ხევსურთა ფიცვერცხლნაჭამო ძამია, მეც გიძმობ, შენაც მიმიღე ერთი ხევსური დაია.... ი.ჯ.-ს: ღმერთიმც გიშველის ხევსურთა ფიცვერცხლნაჭამო ძამია, მეც გიძმობ, შენაც მიმიღე ერთი ხევსური დაია....
10. დიდი რაფიელ ერისთავის სულიერი მემკვიდრე ხარ! ფიცვერცხლნაჭამი ძმა ვარ ხევსურთა და ვამაყობ ამით!!! დიდი რაფიელ ერისთავის სულიერი მემკვიდრე ხარ! ფიცვერცხლნაჭამი ძმა ვარ ხევსურთა და ვამაყობ ამით!!!
9. შეცდომის გასწორება: "კომეტარების" კი არა, - "კომენტარების"! ...:D შეცდომის გასწორება: "კომეტარების" კი არა, - "კომენტარების"! ...:D
8. "ხოოდა", მაინც გავამჟღავნე ვინც ვარ :D... "რაცა ვარ , - ესა ვარ..." - ჩემი და თქვენი საქართველოს, ქართველების, ქართველების პატივისმცემელი არაქართველების, ჩემი ხევსურეთის და ჩემი ხევსურების უზომოდ მოყვარული, უუუბრალო ადამიანი...ვინმე manana...
რაღაც სადღეგრძელოსავით გამომივიდა... მაშ, გაგიმარჯოთ "ურაკელებო"! :t
ყველას დიდი მადლობა,ვისაც ჩემი ფიქრების კითხვა და კომეტარების წერა არ გეზარებათ.:):):)
"ხოოდა", მაინც გავამჟღავნე ვინც ვარ :D... "რაცა ვარ , - ესა ვარ..." - ჩემი და თქვენი საქართველოს, ქართველების, ქართველების პატივისმცემელი არაქართველების, ჩემი ხევსურეთის და ჩემი ხევსურების უზომოდ მოყვარული, უუუბრალო ადამიანი...ვინმე manana...
რაღაც სადღეგრძელოსავით გამომივიდა... მაშ, გაგიმარჯოთ "ურაკელებო"! :t
ყველას დიდი მადლობა,ვისაც ჩემი ფიქრების კითხვა და კომეტარების წერა არ გეზარებათ.:):):)
7. "ქართველი, თანაც ხევსური" - თავი შეიცნო სულმა...
არ მიკვირს თქვენი ასეთი სიყვარული ამ ულამაზესი კუთხისადმი, მითუმეტეს როცა ასეთი მშობლიურია...:) "ქართველი, თანაც ხევსური" - თავი შეიცნო სულმა...
არ მიკვირს თქვენი ასეთი სიყვარული ამ ულამაზესი კუთხისადმი, მითუმეტეს როცა ასეთი მშობლიურია...:)
5. დე ლა სუბიექტურ :) დე ლა სუბიექტურ :)
3. :-* ვინა ხარ და ხევსური... ხოდა თუნდაც მხოლოდ ეგ, საკმარისია იმისათვის რომ ჩემი პატივისცემა დაიმსახუროთ, ამ ლექსმა კი - მოწონება :) 5! და წარმატებები! :-* ვინა ხარ და ხევსური... ხოდა თუნდაც მხოლოდ ეგ, საკმარისია იმისათვის რომ ჩემი პატივისცემა დაიმსახუროთ, ამ ლექსმა კი - მოწონება :) 5! და წარმატებები!
2. ძალინ მიყვარს ხევსურეთი და ხევსურები! გაიხარეთ! ძალინ მიყვარს ხევსურეთი და ხევსურები! გაიხარეთ!
1. მიყვარს ხევსურეთი :) მიყვარს ხევსურეთი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|