ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2009


გიორგობის ღამის ექსპრომტი

                  ყველას  -  ვისაც  ეკუთვნის...


დასცხება  და  აყროლდება  ნეხვი...
-  ასეთია  ნეხვის  ბედისწერა...

-  ოსტატნი  ხართ  თქვენ  თვისტომთა  ჩეხვის,
ხოლო  მტრის  წინ  -  ურცხვი  მანჭვა-გრეხვის...
მაგრამ  მასთან  მედგრად  ბრძოლის  -  ვერა!!!

მამულს  თუმც  თავს  დაატეხეთ  მეხი,
ვერ  გაჩეხავთ  მაინც  საღვთო  ხეხილს!..
ვერც  მის  პატრონ  ერს  დაჯაბნით  -  მჯერა!!!

-  ტვინზე  ეშმამ  თუ  დაგადგათ  ფეხი,
რომ  დაგხშვიათ  გონებაც  და  მზერაც?!.

მუქთად  ნაშოვნს  თუმც  დამპყრობზე  ყიდით
(რაც  ბოლომდე  ვერ  გაყიდეთ  ჯერაც!..) 

-  ვინც  თქვენ  არ  გწამთ  -  ცათა  შინა  მშვიდად
სუფევს  მაინც  -  მაღალი  და  დიდი
და  მსჯავრსაც  ის  გამოგიტანთ  ყველას!!!

ვერ  დაგიცავთ  გიენათა  ხროვა  -
დაჩვეული  ნარჩენების  ტკვერას!.. 

რადგან  -  ერს  რომ  ლხინად  ექცეს  გლოვა,
სამართალი  უფლის  ურმით  მოვა
და  ღმერთგამწყრალთ  ერთპირ  გადათქერავს!!!

                            6    მაისი,  2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს