ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: manana
ჟანრი: იუმორისტული
16 მაისი, 2009


გათხოვება ვისაც სურს...( დარიგებანი... თუ ბოლომდე წაიკითხავთ...:) )

     
                          თუ გადაწყვეტ გათხოვდე და გახდე ვინმეს ცოლი,
                          კარგად უნდა დაუფიქრდე, ნახო შენი ტოლი.
                          შემდეგ მხარში ამოუდგე, არ დაუდო ტოლი,
                          ოჯახს მტკიცე ჭერი უნდა,- არა მხოლოდ ტოლის...
      ქმარს დილით რომ გააცილებ, ნუ დააკლებ ღიმლს,
      თუნდაც გული გისკდებოდეს, -იკავებდე ტირილს.
      დაგიყვირებს? შეგაგინებს? - მოერიდე კივილს,
      ამ ყველაფრის გადაფარვა შეუძლია სიცილს!
                            სახლის საქმეს გააკეთებ?- ვერავინ შეამჩნევს,
                            გაუკეთებელი დაგრჩა? -გიტირებენ გამჩენს!
                            დროს იმედი ნუ გექნება,- ყველა წყლულს ვერ არჩენს,
                            სცადე გული გაიმაგრო, დრო კვალს ნუ დაამჩნევს...
    შრომა თუ არ დაგიფასეს, თუ არ გითხრეს-"ყოჩაღ!"-
    ყურადღებას ნუ მიაქცევ, ნუ იფიქრებ "მორჩა!-
    აღარაფერს გავაკეთებ, მაინც არ აქვს ფასი",-
    ზოგს ვერაფერს დაანახვებს ანგელოზთა დასიც!
                            ყველა მხრიდან უკმეხობა შეიძლება გერგოს,
                            ზოგჯერ ლუკმაც დაგაყვედრონ, გითხრან - "არ შეგერგოს!",
                            სხვასთან ნუღარ დაიჩივლებ, ნუ გასცდები ერდოს,
                            ღმერთს სამდურავს ნუ შეჰკადრებ - "ეს რა ბედი მერგო?"
    შეეგუე ამ ყველაფერს,რადგან გქვია "ქალი",
    მეტი ჩარა შენ არა გაქვს, არცა მეტი ძალი...
    გათხოვილი ქალის ბედი მოთმინება არის,
    უფლებები ქმარს დაუთმე, იმყოფინე ვალი!
                              ქალის ჭკუა მოკლე არის,- არა როგორც კაცის,
                              მოთმინება არა ჰყოფნის, კაცს არაფერს აცდის!
                              ხვალისათვის ვერ იფიქრებს - ტყვეა გრძნობის, განცდის, -
                              ასე სჯერა, ასე ფიქრობს ყველა მამაკაცი! 
    ლომის ლეკვნი არის სწორი, არა ქალი-კაცი!
    კაცი სახლში ისე არის, ვით ფარაში - ვაცი!
    ქალი მხოლოდ ჩრდილი არის ქმრის, ძმის, მამის - კაცის,
    გააჩინა რადგან ღმერთმა ნეკნისაგან კაცის!
                              ჩვენი ცოდვა უნდა ჰქონდეთ ევასა და ადამს -
                              მჟავე ვაშლი ამჯობინეს სამოთხის ხის ატამს!     
                              ხალხი გაუგუნურდა და დროს გემოს ვერ ატანს,
                              სახალისოდ იგონებენ "ჯეობარს" და "ამტანს"...
    ქალი მეტად შეიზღუდა, მოემატა ვალი,
    ენატრება დასვენება და მოხუჭვა თვალის.
    ყველას უნდა უპატრონოს - სახლკარს, ეზოს, შვილებს,
    ქმარსაც მოემსახუროს და დაჰყვეს მის სურვილებს...
                            "კაცი  ნაზი არსებაა" - ცოცხლობს ჩვენზე ნაკლებს.
                            მალე აქაც აუნთებენ კაცებს "წითელ ფარნებს"
                            რომ დაიცვან მამაკაცი, მოუხსნან სტრესები,
                            მთავრობაში განიხილეს ახალი "წესები";-
    შრომის წიგნაკს მიიღებენ "ღამის ფარვანები",
    დილის ცვლაშიც "იმუშავებს" ბევრი დამატებით...
    ხმას ვერავინ ვეღარ გასცემს ძველი დაქადნებით...
    ასრულდება სიტყვა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის:
                            "საქართველო აღარ არის აზიის ნაწილი!
                            ევროპას და ამერიკას გამოვთხოვეთ წილი!     
                            ქართველები იცეკვებენ "ჩა-ჩა-ჩას" და "რუმბას",
                            ძველის ნაცვლად აქ იქნება იანკების "კუბა"!             
    ნუ წუწუნებთ, ნუ მაგონებთ სოპრანოს და ბანებს!
    გეშველებათ - ავაშენებთ აქაც ავტობანებს!
    გზას გავუხსნით ევროპაში მეგრელსა თუ კახელს...
    "კრასნი მასკვას" ნაცვლად იხმართ "ლ/ორეალს" და "შანელს"..."
                            -ასეთ დროში ნეტავ რამე ეშველებათ ქალებს?
                            ოჯახი შეინარჩუნონ, თუ გაუძლონ ვალებს?
                            თუ მცირედი შეგეშალა, ქმარი რისხავს თვალებს,
                            სახლიდანაც გაიქცევა  და "ჩაილურს დალევს!"...
                                              . . .
  "გავთხოვდე თუ არ გავთხოვდე?" - აი კითხვა ქალის...
    ერთი ამბობს :"მაშ რას იზამ, ბედს გაუღე კარი!"
    მეორე სხვას გეუბნება - "არა, სულ არა ღირს!"
    სხვა მოგჩხავის ყორანივით - "გეშინოდეს ხვალის!"...

                            ასე იყო ოდითგანვე, ასე არის ახლაც -
                            რაც არ უნდა ტკბილი "ჭამო", მწარე მაინც ახლავს...
                            ქალის ბედი "აწუხებთ" და კამათია ცხარი...
                            -ვის, როდის გაუწყვეტია მგელის შიშით ცხვარი?!       

                                                                          13 ივლისი,2006 წელი.






                                                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები