| ავტორი: manana ჟანრი: იუმორისტული 22 მაისი, 2009 |
ეს დღეც უშენოდ დაღამდა...არადა, როგორი იმედი მქონდა, რომ დღეს მაინც შევხვდებოდით... თუნდაც რამდენიმე წუთით...თვითონაც მიკვირს, რა მემართება - უშენოდ გაძლება დღითიდღე უფრო მიჭირს...ეს სერიოზულზე სერიოზული გოგო(როგორც ნათესავ-ნაცნობები მახასიათებენ...), გულისფანცქალით ველოდები შენთან შეხვედრას.ასე რამ "ამამსუბუქა"?... გაცნობამდე რამდენჯერმე ახლობლებთან გნახე. მანამდეც გამეგო შენზე, რომ საინტერესო მოსაუბრე იყავი.ერთი-ორმა პირდაპირ მითხრა,- შენც კი გამონახავ მასთან საერთო ენასო (ჰო, ცოტა არ იყოს, მიჭირს ხალხთან გაშინაურება...).მაინც არ გამჩენია შენი გაცნობის სურვილი. შემდეგ ჩემთან ახლოს დაბინავდი და... იქნებ სჯობდა არც გამეცანი?! - აღარაფერში აღარ ვარ დარწმუნებული...ჩემი ფიქრები, სურვილები, გეგმები ჩემდაუნებურად შენ დაგიკავშირე. შენთან ყოფნისას დრო შეუმჩნევლად გადის. განშორებისას ხომ ვიტანჯები-მივდივარ და ფიქრები შენთან მრჩება. კიდევ რამდენჯერმე გამოგხედავ ხოლმე და...შენ კი...შენ ძლიერი ხარ, თავდაჯერებული. ემოციებს იშვიათად ამჟღავნებ. საკვირველია, როგორ ახერხებ ყველასთან საერთო ენის გამონახვას.დიდთან-დიდი და პატარასთან -პატარაო, რომ გამეგო,- სწორედ შენზეა ზედგამოჭრილი. ჯერ კარგად არც გიცნობ, მაგრამ უშენობა უკვე მიჭირს. იშვიათად ვახერხებთ ერთად ყოფნას და ისიც დათვლილი წუთებით...შენ ხარ სულ დაკავებული - ვინ აღარ გახვევია გარს. ყველას მოსწონხარ. არც ის მინდა, შენთან ხშირად მხედავდნენ, მეუხერხულება. მკითხეს კიდეც - ისეთი რა ნახე მასში, რომ ვეღარ სცილდებიო? ძალიან შემრცხვა და პასუხი ვერ გავეცი. ახლაც ვბრაზდები ჩემს თავზე - რამ დამამუნჯა? ვის რაში ეკითხება ჩემი პირადი ცხოვრება? ანდა რა უნდა მენახა? - ინტერესთა მრავალმხრივობა, ცხოვრების მრავალფეროვნება, აზროვნების სიღრმე, ამბების ოკეანე...შენთან არასოდეს ვიწყენ. ყოველთვის ახერხებ ჩემთვის საინტერესო თემაზე საუბარს. გამაცანი მრავალი საინტერესო პიროვნება და საერთოდ, ცხოვრება გამიხალისე. უკვე იდეალური მგონიხარ. ყოველი თავისუფალი წუთი შენთან მინდა გავატარო და როცა შენსკენ მოვისწრაფვი, ვნატრობ მარტო დამხვდე. ნეტავ,ერთხელ მაინც თუ მეღირსება, მთელი დღე გავატაროთ ერთად ჩვენ ორმა,ჭკვიანო, ლამაზო, ნიჭიერო, სანატრელო, საოცნებო (კინაღამ წამომცდა "ჩემოო") კომპიუტერო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემო კომპიუტეროვ! ჩემო ყველავ! :D :D :D მაგარია!!! :D ჩემო კომპიუტეროვ! ჩემო ყველავ! :D :D :D მაგარია!!! :D
8. :)) ეგრეა რა... :)) ეგრეა რა...
7. :D :D ბოლოში რომ ჩავედი მერე თავიდან წავიკითხე და მივხვდი რატომ ეს ჟანრი :D :D
კარგი იყო :) :D :D ბოლოში რომ ჩავედი მერე თავიდან წავიკითხე და მივხვდი რატომ ეს ჟანრი :D :D
კარგი იყო :)
3. :) ;) :) :) :) ;) :) :)
2. უჰ, რას გვიშვრება ეს... კომპიუტერი. გაიხარეთ! გაღიმებაც საჭიროა ხანდახან. ბოლოს მაინც:) უჰ, რას გვიშვრება ეს... კომპიუტერი. გაიხარეთ! გაღიმებაც საჭიროა ხანდახან. ბოლოს მაინც:)
1. ფინალი რომ წავიკითხე მერე მივხვდი რაზე იყო საუბარი...."".(კინაღამ წამომცდა "ჩემოო") კომპიუტერო..."" ძაან სასაცილოა.... :D
ფინალი რომ წავიკითხე მერე მივხვდი რაზე იყო საუბარი...."".(კინაღამ წამომცდა "ჩემოო") კომპიუტერო..."" ძაან სასაცილოა.... :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|