ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
23 მაისი, 2009


ჭკვიანი ბელი


დუთუნა დუდღუნაური
გახლავთ ჭკვიანი ბელი:
ზარმაც ბაჭიებს არა ჰგავს,
დედას და მამას შველის,
სიმინდს თოხნის და ვარდებს რწყავს,
ბალახსაც თიბავს ცელით.
მელია ამბობს:_დუთუნა
ბელია საკვირველი,
დილით,მზე როცა ამოდის,
ქედზე ადის და მღერის,
ტანთ არაფერი აცვია,
ქუდი ახურავს ჭრელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები