ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2008


ასე იყო თუ ისე

          ყველაფერი ისე არ ხდება, როგოც ჩვენ გვსურს...
        მოქმედება მოძრაობაში მოდის, მოძრაობა კი დროში,
        ასე რომ ბევრი ხდება და არც ხდება, მაგრამ ყველა პერიოდს
        თავისი ხიბლი ჰქონია...
                                     

  ასე იყო თუ ისე, ყველაფერი იყო და თან არც იყო. მერე წიგნზე იყო  ლაპარაკი. ვიღაცას რაღაც დაუწერია, ოღონდ რა?კაცმა არ იცის. თუმცა რატომ არა?მოგონებებზე ყოფილა.   
ძველებური მოჩუქურთმებული ავეჯი წრეს კრავდა, მერე ტრიალებდა აი, ისე როგორც კადრში ხდება ხოლმე და მოქმედება აქტიურდებოდა. შავ-თეთრი ფოტოები კედლების მოძრაობასთან ერთად ფრიალებდა და მაინც დიდი სიმყუდროვე იგრძნობოდა. ეს ცხოვრებისეული პავილიონი იყო, მაგრამ ყოველგვარი დადგმის გარეშე. რბილ დივანზე ვიღაცეები ისხდნენ. კადრი ხან მოძრაობაში მოდიოდა , ხანაც ჩერდებოდა. დაგუდული ხმა ისმოდა მერე კისკისი და ისევ იგუდებოდა. იყო მოლოდინიც, ოღონდ რისი? მოკლედ ირგვლივ ეპიზოდები ტივტივებდა, ეფინებოდა და მაინც ხდებოდა...
-- თინა დეიდა რაზეა წიგნი?
-- მოგონებებია, ჩემი მოგონებები... -- სუსტი ხმითა და ღიმილიანი სახით პასუხობდა ასაკიანი ქალბატონი. თმები უცნაურად ჩაეხვია რეზინის, წვრილი აბადოკით და კიდევ პატარა სავარცხლებიც ჩაებნია. გამუდმებით უღიმოდა ყველას და ყველა ისე ეფერებოდა , როგორც პატარა ბავშვს.
-- რატომ მეფერები მასე? -- ნაწყენი ხმით.
-- ბებერი საყვარელი ბავშვი ხარ და იმიტომ. --სითბოთი პასუხაბდა...
  მერე ვიღაც ფიქრობდა: მე რომ დავბერდე ასე არ მინდაო, ან რა უნდა ვაკეთო ასეთმა დაბერებულმაო და კიდევ: ეხლა ვიშლები ნაწილებად და მერე რას ვიზამო.

-- და მაიც რა ჩაწერეთ თინდა დეიდა წიგნში? -- ცოტათი უხერხული მიმიკის მეშვეობით იყო წარმოთქმული.
-- მოგონებებია... -- კვლავაც ღიმილიანი პასუხი.
და ვიღაც კვლავინდებურად თავის ფიქრებში იყო : ისევ წავიდა... არა, არა , არა! და რატოომ? არაუშავს... და მე მართლა უნდა დავბერდე?... კი ,კაია მარა... ნეტა რას იგონებს?პირად ცხოვრებას თუ... თუ... პრინციპში რა ვიცი, პირველად ვხედავ და ნეტა ვინაა?ვკითხო? არა სირცხვილია სხვამ ვერ კითხა და ...

კისკის, ჩაის სურნელება ერეოდა ,მერე სიმღერა და თინა დეიდას მონაყოლი. ჩაის ორთქლს ფიქრის ბურუსი ემატებოდა, ოღონდ არა თინა დეიდაზე . ყველაფერი კადრებად ეწყობოდა, ტემპიც ჩქარდებიდა და მოქმედება ახლდებოდა.

                            ***************
დანარჩენი მერე იყოს, ღამე სხვები იმუშვებენ, სცენარს დაასრულებენ და ისევ გავაგრძელებთ.
-- რას?
-- იმას რა გადაღებას? -- პაუზა... ისევ დატრიალდა პავილიონი და რაკურსი შეიცვალა.
-- დანარჩენი მართლა მერე იყოს,,,, (წერტილ-მძიმეც აირია).

                      **************
მყუდრო ოთახში ახალგაზრდა ქალი შევიდა და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. მას თეთრი პერანგი შარვალზე გადმოეწია, შარვალი კი ჩექმებში ჩაეტნია.

-- ოჰ, ამოგჩაჩვია! -- თვალები დაეძაბა ამის მთქმელს და თითქოს ჟესტიკულაციის მეშვეობით ანიშნებდა გაესწორებინა.
-- ეს, სტილია ასეთი ბიძაჩემო -- სიცილის ხმა სადღაც გაისმა და ისევ დაიგუდა.


ასე იყო თუ ისე ... ეპიზოდი იქმნებოდა უამრავი ნიუანსით: ფიქრებით, დეკორაციითა და უბრალოდ მოქმედებით. თინა დეიდაც განაგრძობდა წიგნის რედაქტორებზე საუბარს, ვიღაც კი ამ დროს, ისევ თავის ფიქრებში იყო: მოდი ასე ვეტყვი, არა ჯობია ასე, ან ისე...
უსასრულოდ გრძელდებოდა აზრი და გადაწყვეტილების მიღების თანავე ყოველივე თავიდან იწყებოდა.

                ************************
--FINISH- ი არ იცით თქვეენ? დაასრულეთ! უკვე მე-18 საათია ერთი და იგივეს აკვირდებით.
-- არ გავარკვიოთ კაცო რაზეა წიგნი?
-- რა მნიშვნელობა აქვს ხომ დაიწერა... თანაც ყველა კმაყოფილია.
-- იმათმა რა ქნან ვინც ვერ გაარკვია რაზეა?
-- ისინიც ბედნიერები იქნებიან განსაკუთრებით ისინი ვინც შავ-თეთრ ფოტოებზე არიან გამოსახულნი. თინა დეიდასაც ხომ უხარია, კმაყოფილება ემჩნევა სახეზე,ხოდა ეგაა... მერე რამდენიმე წაიკითხავს ამას და დაივიწყებს ან არც დაივიწყებს ვინ იცის. ასე იყო, თუ ისე ყველაფერი რეალური არარეალურში აირია და იმ პავილიონის თითოეულმა კედელმა სხვადასხვა ასაკი იკისრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები