ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2009


წამიყვან? (მამას)

დამღალა სხეულმა,
ნელ-ნელა ვმძიმდები,
მოდი და ხელები,
ჩამკიდე მოგყვები.
ვიცი რომ მანდ ცივა,
მზე არც აქ ანათებს,
უბრალოდ მინდა, რომ
გამათბო ძვლებამდე.
აქ სული ჩარჩოში,
თვლემს ფრთამოტეხილი,
(რავქნა თუ მეც ერთი,
ცოდვილთა რიგში ვარ).
შენ გთხოვ შენდობას და
უშონედ დამფრთხალი,
ვეძებ გამართლების,
სხვადასხვა მიზეზებს.

ისე მენატრები
ვგრძნობ, რომ ჩემში სუნთქვა,
ხორხთან ჩერდება და
თავის მოკვლას ლამობს,
თუკი კართან მოსულს
უკან არ გამიშვებ,
ადგილს გამოვნახავ
მაგ დიდი სასახლეში.
...სადაც გაფრენამდე
ფრთებს არ შევიკვეცავ,
(აქ ხომ ჩარჩოები
მიწას შერევია...)

მინდა,
შენთან მინდა,
ჩამკიდე ხელები,
დამღალა სხეულმა,
ნელ-ნელა ვმძიმდები,
მომბეზრდა სამყაროს
ნარწყევი დოგმები,
(და არა სიცოცხლე
შენ დაგმსგავსებივარ).
არ ძალმიძს დანგრევა
ამ მყარი კედლების,
უბრალოდ ძალიან
ძალიან
მჭირდები...


ვიცი რომ მანდ ცივა,
მზე არც აქ ანათებს,
მეკი გელოდები
სულ-ფრთამოტეხილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები