ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2009


დაავადება

ზოგჯერ ასეა – ვეღარ ვიმკი
ლექსის მოსავალს,
თავთავთა ნაცვლად
ჩემს ყანაში მწიფობს ეკლები...
სასოწარკვეთა -
ემსგავსება გარყვნილ ბერიკაცს
(ტრანსპორტში ჭედვით მოსარგებლეს)
და ზედ მეკვრება...
ამ დროს, ქალაქში მზის სხივები
ამინდს კმაზავენ,
უბნის ბიჭები მაღალ კურსით
დებენ მაზიანს...
მე კი, ვეღარ ვწერ,
რადგან, ლექსებს, უკვე, აზრიანს,
გეტყვით – ავად ვარ,
პოეზიის ანორგაზმიით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები