ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 მაისი, 2009


მიძღვნა თ. დ.-ს

თამ, რატომ გიკვირს?
სილამაზის ყოველთვის შურდათ,
გახსოვს?
მარიტა ვირზე შესვეს,
თავად ვირებმა!
ბრბო ორგანულად
ვერ ითავსებს უფლის სასწაულს,
და შენც, ხანდახან,
გელის მათგან განაპირება.
მერე რა ვუყოთ!
სილამაზე გაგანდეგილებს,
დაე, საჯიჯგნად
მხოლოდ შენი ნიღაბი დარჩეთ,
შენ ჩაიბრუნე სულის მხარეს
მშვიდი თვალები
და დარწუნდები,
რომ ძალიან უყვარხარ გამჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები