ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2009


ბულკი


ძლივს მოვიდა ჩემი რიგი, რა ამბავია, დღეს უნდა ყველას მატარებლით მგზავრობა?!
-  ერთი `პლაცკარტი~ შეიძლება?
-  არ არის, - მეუბნება მოლარე. თან ტელეფონზე ესაუბრება ვიღაცას.
-  იქნებ იყოს? - არ ვეშვები.
-  არ არის! - იმეორებს ისევ, მგონი ავტორეჟიმშია.
-  მაშინ კუპე! - არ მიყვარს კუპე, თან როცა მარტო ვმგზავრობ?! დაილოცა პლაცკარტი, ბევრი ხალხია,  ანუ ფართო არჩევანი, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ვიღAცა გაიცინებს.  არ მოგეწონება ვთქვათ ერთი, გიბღვერის თითქოს ვალი გქონდეს მისი და  გადაჯექი მეორე ადგილას. კუპეში  რა იცი ვისთან ერთად გიწევს გზა?! მაგრამ რა ვქნა აბა? ხვალ აუცილებლად უნდა ვიყო თბილისში.
-  არ არის! -  ხო ვთქვი ავტორეჟიმშია მეთქი, ამას რომ ჰკითხო, დედამიწა მრგვალი ხო არისო, გეტყვის არ არისო და შეიძლება დაწვან კიდეც.  მოიცა ვკითხო.
-  დედამიწა მრგვალი ხო არის?
-  არ არის!...  რა მკითხე?! - უცებ მოვიდა აზრზე. ჩემს უკან იცინიან. 
-  ბილეთი მინდა თბილისამდე, იქნებ მიშველოთ! - მოვისაწყლე თავი. 
-  არ არის!
-  აბა რა არის?
- `ესვე~ მაქვს ერთი, გინდა? - მოლარე ტელეფონზე საუბარს მორჩაA და სხვა რეჟიმში გადავიდა.
-  რა ღირს?
-  ოცდახუთი ლარი, უკან მობრუნებული ბილეთია.
-  უკან რატო დააბრუნეს?
-  დამიწყე ახლა გამოკითხვა!  თუ გინდა აიღე!
ხელფასი მაქვს 100 ლარი, ე. ი. ხელფასის მეოთხედი ბილეთში უნდა მივცე, მაგრამ არ მივცემ და  სამ-მეოთხედსაც ვკარგავ.  ნეტა ვინ მოდიაოდა ამ ბილეთით? ახლა რატომ არ მოდის?
-  კაცო ან იყიდე ან არა?! - მეუბნება მოლარე.
ვყიდულობ ბილეთს. `ესვე~ ვიცი რომ არის ორადგილიანი კუპე სარკეებით. რა ჯანდაბად მინდა სარკეები? რა უნდა დავინახო? დიდი-დიდი ჩემი თავი.  ახლა ვფიქრობ ვინ იქნება ჩემი მეზობელი, ვისთან ერთადDA მომიწევს მგზავრობა დახურულ სივრცეში. რატომ დახურულში, სულ არ დავკეტავ კარებს. აბა იქნებ მანიაკია, ან ორიენტაცია აღრეული ვინმე, შეიძლება უცებ შემომეგინოს, მერე იმანც შეიძლება მაგინოს, მერე მე ვცემ,  ან პირიქით შეიძლება იმან მცემოს, ამ დროს ხმაურზე მოვა პატრული და არკვიე მერე ეთიკის ნორმები.
მოსაცდელში ვჯდები. მატარებლის  ჩამოდგომას ველოდები. იქვე შუახნის  ქალი და მამაკაცი სხედან. ძალიან ჰგვანან ერთმენეთს. ალბათ და და ძმა. როგორც მათი საუბრიდან ვარკვევ ქორწილში  მიდიან.  მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი. კარგია ქორწილი...
-  მაგარი კაცია ბულკი, მაგარი, მერამდენე ცოლია? - ეს ქალი ეკითხება.
-  მესამე.
-  სულ მინდა გკითხო, ბულკის რატომ ეძახით?
-  არ იცოდი?
-  რომ ვიცოდე ხომ არ გკითხავ?
-  მალხაზა არის ერთადერთი ადამიანი, ჩვენს სამეგობროში, რომელსაც პელეს თამაში აქვს ნანახი ტრიბუნიდან, სტადიონზე. 1965 წელია, მოსკოვში სტუმრად არის ბრაზილიის ნაკრები,  საბჭოთაA კავშირის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს ატარებს, მალხაზას მამა, ბენო ბიძია, თავგადაკლული გულშემატკივარი და ფეხბურთის მოყვარული იყო, `დინამოს~ თამაშს არ აცდენდა, ის კი არა გასვლებზე დაჰყვებოდა.
- მერე?
- მერე ძმაკაცებთან ერთად თბილისიდან წავიდნენ ბრაზილიის თამაშის სანახავად, ჰოდა თან წაიყვანა მალხაზაც,  პელეს ვაჩვენებო.ხუთი  ქართველიც იყოს მაშინ ნაკრებში: მეტრეველი, ბარქაია, მესხი, სიჭინავა და კავაზაშვილი. ჰოდა შუა თამაშია, კი არ თამაშობს, `სამბას~ ცეკვავს თურმე პელე, მალხაზა კიდე საყელოზე ექაჩება თურმე მამამის. `მამა, მამაო~,  `რა იყოო?~ - მობრუნებია ბენო ბიძია, `ბულკი მინდაო~! - უთქვამს მალხაზას. `ბულკი მინდაო?!~  და გაცეცხლებულა ბენო ბიძია, `ბულკი და ხაჭაპური თბილისში არ გქონდა, შობელძაღლოო~?!E გადატრიალებულან სიცილით ბენო ბიძიას ძმაკაცები, ამის შემდეგ დაარქვეს მალხაზას  ბულკი..
როგორც იქნა ჩამოდგა მატარებელი.  მე მალხაზას დარდი არ მაწუხებს, თან რა დარდი იმას ექნება, მესამე ცოლი მოჰყავს თურმე. ისე ისიც კარგი ტიპი რა? ერთხელ არ გამოადგა, მეორედ არ გამოადგა, კიდე მესამე კაცო?  ამაზეა ნათქვამი,  კაცი იმედით ცოცხლობსო.  ეჰ, მალხაზას რა უჭირს,  ქორწილი აქვს. მე ვიკითხო, ნეტა ვისთან ერთად მიწევს მგზავრობა. 
შევდივარ კუპეში. სინათლე ანთია. წევს ვიღაც.  იქვე პატარა მაგიდაზე სიგარეტი `პირველი~ დევს და ნახევრად ცარიელი დაბალი `ყაზბეგის~ ბოთლი დგას. პესიმიზმში ვარ ე. ი. გადავარდნილი. აბა ბოთლი ნახევრად სავსედ ხო მომეჩვენებოდა?! მწოლიარეს სახე არ უჩანს. სამაგიერო ჯინსები უჩანს და მოკლედ შეკრეჭილი თმა. ალბათ კაცია,  იქვე ბოტასები, ბოტასები ახლა ყველას აცვია, ქალსაც და კაცსაც, თუმცა მაინც მგონია რომ კაცისაა, იმიტომ რომ შავია.  გამოდის კაცია. ისე სჯობდა ქალი ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ რომ,  გენდერული ბალანსი ყოფილიყო  დაცული. მოკლედ ჩვენს კუპეში ბალანსი ნაღდად დარღვეული ჩანს, მეც ავდივარ მეორე, ზედა საწოლზე და დასაძინებლად ვემზადები. სინათლეც ჩავაქრე.
ცოტა ხანში ქვემოდან ჯერ ვხვდები რომ ჩემმა თანამგზავრმა ლუდი დალია, მერე სანთებელას ხმა მესმის, და სიგარეტს ეწევა. გამოდის მეც მაწევინებს. პასიურად. `გძინავთ?~ - მეკითხება. უკვე ჩავთვალე რომ კაცი. არადა  ისეთი ნაზი ხმა აქვს, ნაღდად ცისფერია. მინდა ახლა მე ცისფერი და მერე პატრული? არა, რა თქმა უნდა, არა.  არ გავცემ ხმას, ვითომ მძინავს. იმას რომ ეწევა და  მობილურზე რაღაც მუსიკებს უსმენს, როგორმე ავიტან... მაინც ჩუმად ვიქნები, თუნდაც დისკოთეკა გამართოს. მერე მართლა ჩამეძინა.
.... დილით უკვე თბილისის ვაგზალში იდგა მატარებელი, რომ გამეღვიძა, უფრო სწორად კი გამაღვიძეს.
- თბილისში ვართ უკვე!
ჩავიხედე,  ვხედავ გოგო მაღვიძებს,  90-60-90, ხორბლისფერი კანი, მწვანე თვალები,  მოდელების ჟურნალიდან მეგონა ფურცელი ამოხიეს, მერე ამ ფურცელს თითქოს სული შეუბერეს და გაცოცხლდა...
გოგომ აბა კარგად იაყავი მეზობელოო, გამიცინა და გავიდა, თან კარი მომიხურა, თითქოს ვინმე აპირებდა ჩემთან შემოვარდნას.  ცოტა ხანიც და ვიღაც აკაკუნებს კარებზე, ვფიქრობ გოგო დაბრუნდა და სიხარული მავსებს. მყისიერად კარი იღება და პირველი რაც დავინახე ბულკი იყო, არა უფროს სწორად ხონჩაA ბულკებით სავსე, მის უკან კი გამყიდველი ქალი:
- აბა ცხელი გემრიელი ბულკიიიი...


27 ნოემბერი, 2006 წ.


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები