Stephen's Green-ის გულზე გადაფარებულ ჩალურჯებულ კანისფერ ზეცას ჰგავდეს, იქნებ ახლა შენი თვალები, როცა ჩემზე ფიქრობ და როცა ჩემზე ფიქრობ კი არა... ლამის არის, ფიქრობ კი არა, არგეფიქრებად დაიწესო ჩემი არფიქრი. ჩემი არყოფნაც, ჩემს სურათებს, ჩემს ხელნაწერებს, ჩემს ძველ ჩემოდანს დააბრალო ჩემი არყოფნა. გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები, ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის, (Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ, ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს... ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში. მოთმინებადალეულ თვალებს. სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს. კბილის კბილზე მაგრად დაჭერას და ამოსუნთქვას ღრმად ჩასუნთქვას დაბოლოს მთელამ, მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს. გირეკავ და როგორც ყოველთვის, გეუბნები: "Hallo babe ! How is it going"? - გეუბნები, რომ გაერიდო. არა, ვითომც აქ არაფერი... - ჰო სულელიც ვარ. შეგიძლია მიწოდო ბრიყვიც. გეუბნები, რომ გაერიდო. ვითომ ძალიან ადვილია ეს ყველაფერი... ანდა რასაც გთხოვ თავად შემეძლოს, ვითომ... ეს ზეცა ჩალურჯებული კანისფერი დუბლინის ზეცა, მოწმე არ იყოს, რომ მეც შენსავით ვიტანჯები. მეც სულ შენსავით. ჰო. შენსავით მეც ვიკვნეტ ფრჩხილებს. მეც შენსავით ვითვლი საათებს. (დამღლელია მაგრამ არ ვტყდები) ხშირად ვზივარ ოთახში მარტო. უფრო ხშირად მარტო, სულ მარტო. მარტო ოთახის დუმილზე, რომ არაფერი ვთქვა... მით უფრო, რომ დუმილიც მაკრთობს... Stephen's Green-ის ხალხმრავალ პარკშიც, ხალხით სავსე ქუჩებშიც, გზაშიც... კაფეებშიც და რესტორნებშიც... სადაც დავდივარ მარტოობის გასაქარვებლად, მხვდება ერთი ბებერი კაცი, წელში მოხრილი, შაოსანი ბებერი კაცი, რაც თავი მახსოვს, ამ ბებერ კაცს არასდროს სიტყვა, არა სალამი, არა სიტყვა არ დასცდენია. მხოლოდ თვალებით, გამარჯვებული, შავ თვალებით, შავივე მზერით, შავი ჰალსტუხით მიმზერს ხოლმე ბებერი კაცი. და ვგრძნობ, როგორ ვილევი ამ დროს. ვგრძნობ, თუ როგორ ვერ გავიმარჯვე, ვგრძნობ რა სუსტი და უძლური ვარ, მის წინაშე, მე როგორც ბავშვი, როგორც პატარა, მიწაზე რომ ოთხით დახოხავს და ხედავს მიწას, ხედავს ტუფლებს და ბასანოჩკებს. არადა უნდა გაიხედოს ყველაფერს იქით. შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა. ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები, ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის, (Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ, ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს... ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში. მოთმინებადალეულ თვალებს. სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს. კბილის კბილზე მაგრად დაჭერას და ამოსუნთქვას ღრმად ჩასუნთქვას დაბოლოს მთელამ, მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს.
მომწონს ძალიან, მხოლოდ ბოლოს ეს ”ტუფლები და ბასანოჩკები.” იქნებ ”ფეხსაცმელებით და მაშიებით” შეგვეცვალა? :-? გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები, ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის, (Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ, ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს... ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში. მოთმინებადალეულ თვალებს. სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს. კბილის კბილზე მაგრად დაჭერას და ამოსუნთქვას ღრმად ჩასუნთქვას დაბოლოს მთელამ, მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს.
მომწონს ძალიან, მხოლოდ ბოლოს ეს ”ტუფლები და ბასანოჩკები.” იქნებ ”ფეხსაცმელებით და მაშიებით” შეგვეცვალა? :-?
20. Stephen's Green-ის გულზე გადაფარებულ ჩალურჯებულ კანისფერ ზეცას ჰგავდეს, იქნებ ახლა შენი თვალები, როცა ჩემზე ფიქრობ და როცა ჩემზე ფიქრობ კი არა... ლამის არის, ფიქრობ კი არა, არგეფიქრებად დაიწესო ჩემი არფიქრი. ჩემი არყოფნაც, ჩემს სურათებს, ჩემს ხელნაწერებს, ჩემს ძველ ჩემოდანს დააბრალო ჩემი არყოფნა. გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები, ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის, (Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ, ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს... ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში.
ჰო. შენსავით მეც ვიკვნეტ ფრჩხილებს. მეც შენსავით ვითვლი საათებს. (დამღლელია მაგრამ არ ვტყდები) :)
კარგია :)
Stephen`s Green-ის გულზე გადაფარებულ ჩალურჯებულ კანისფერ ზეცას ჰგავდეს, იქნებ ახლა შენი თვალები, როცა ჩემზე ფიქრობ და როცა ჩემზე ფიქრობ კი არა... ლამის არის, ფიქრობ კი არა, არგეფიქრებად დაიწესო ჩემი არფიქრი. ჩემი არყოფნაც, ჩემს სურათებს, ჩემს ხელნაწერებს, ჩემს ძველ ჩემოდანს დააბრალო ჩემი არყოფნა. გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები, ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის, (Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ, ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს... ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში.
ჰო. შენსავით მეც ვიკვნეტ ფრჩხილებს. მეც შენსავით ვითვლი საათებს. (დამღლელია მაგრამ არ ვტყდები) :)
კარგია :)
19. უღრმესი მადლობა ყველას. და მოკითხვები... დიდი-დიდი მოკითხვები. უღრმესი მადლობა ყველას. და მოკითხვები... დიდი-დიდი მოკითხვები.
18. შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა... ძალიანმონატრებულო და ძალიანგულიანო (და გულძალიანოც!) მაგარო კაცო! მოგიკითხე და სულის სიმშვიდე გისურვე! შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა... ძალიანმონატრებულო და ძალიანგულიანო (და გულძალიანოც!) მაგარო კაცო! მოგიკითხე და სულის სიმშვიდე გისურვე!
16. საინტერესოდ დაწერილი მონოლოგია, ოღონდ არა ლექსად. ეს არც არის აუცილებელი. მთავარია, რასაც წერ, ემოციურად დატვირთული და ღრმად განცდილ-გააზრებულია. საინტერესოდ დაწერილი მონოლოგია, ოღონდ არა ლექსად. ეს არც არის აუცილებელი. მთავარია, რასაც წერ, ემოციურად დატვირთული და ღრმად განცდილ-გააზრებულია.
15. საოცარია... მთელი მოთხრობაა...5 საოცარია... მთელი მოთხრობაა...5
14. it's going all right, :)
შესანიშნავი ლექსია გიო, ამ ლექსით you made my day, :)
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
it`s going all right, :)
შესანიშნავი ლექსია გიო, ამ ლექსით you made my day, :)
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
13. მოკითხვა, ლექსს მოწონება!
მოკითხვა, ლექსს მოწონება!
12. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
11. ვგრძნობ რა სუსტი და უძლური ვარ, მის წინაშე, მე როგორც ბავშვი, როგორც პატარა, მიწაზე რომ ოთხით დახოხავს ვგრძნობ რა სუსტი და უძლური ვარ, მის წინაშე, მე როგორც ბავშვი, როგორც პატარა, მიწაზე რომ ოთხით დახოხავს
10. ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.
ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.
9. ბრწყინვალე! :) ბრწყინვალე! :)
8. გაიხარე.როგორა ხარ? ლექსი ჩინებულია. გაიხარე.როგორა ხარ? ლექსი ჩინებულია.
7. ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში. მოთმინებადალეულ თვალებს. სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს. კბილის კბილზე მაგრად დაჭერას და ამოსუნთქვას ღრმად ჩასუნთქვას დაბოლოს მთელამ, მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს.
ანდა სულაც, შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში. მოთმინებადალეულ თვალებს. სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს. კბილის კბილზე მაგრად დაჭერას და ამოსუნთქვას ღრმად ჩასუნთქვას დაბოლოს მთელამ, მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს.
5. ხშირად ვზივარ ოთახში მარტო. უფრო ხშირად მარტო, სულ მარტო. მარტო ოთახის დუმილზე, რომ არაფერი ვთქვა... მით უფრო, რომ დუმილიც მაკრთობს...
მოგიკითხე გიო. რაღაცნაირი, სევდიანი ლექსია... ხშირად ვზივარ ოთახში მარტო. უფრო ხშირად მარტო, სულ მარტო. მარტო ოთახის დუმილზე, რომ არაფერი ვთქვა... მით უფრო, რომ დუმილიც მაკრთობს...
მოგიკითხე გიო. რაღაცნაირი, სევდიანი ლექსია...
4. რაღაცნაირად მეტკინა... ალბათ რომ ვხედავ ზუსტად იმიტომ..
ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ, თვით საკუთარ სიდიადეშიც კი. "ჩალურჯებული კანისფერი დუბლინის ზეცა" იქნება ყველაფერი უფრო კარგად, ვიდრე უნდა იყოს :) მოგეფერე მეგობარო.. რაღაცნაირად მეტკინა... ალბათ რომ ვხედავ ზუსტად იმიტომ..
ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ, თვით საკუთარ სიდიადეშიც კი. "ჩალურჯებული კანისფერი დუბლინის ზეცა" იქნება ყველაფერი უფრო კარგად, ვიდრე უნდა იყოს :) მოგეფერე მეგობარო..
3. მიხარია, რომ გამოჩნდი გურჯო:) მიხარია, რომ გამოჩნდი გურჯო:)
2. ბასანოჩკები ცოტა არ უხდება მარა კარგი ლექსია :) ბასანოჩკები ცოტა არ უხდება მარა კარგი ლექსია :)
1. შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა. ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.
შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა. ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|