ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2009


***


***
და ამჯობინა წვიმას მამონა,
ვენახს-კაზინო და ცას-ბაზარი,
ძმასთან და მტერთან იმაიმუნა,
შეგირდი გახლავთ ნაჯამბაზარის.

პირფერის პოზამ კუზი აჰკიდა
და დაეძებდა იღბალს სად არა.
/ხელს მიშლიდნენო,უკვირს აქედან/,
ისლიკინა და იფარსადანა.

კრულვას უთვლიდა წყეულ მიზეზებს
/და ბოლო ძაფი გაწყდა წარსულთან/
და მარმარილოს ხვეულ კიბეზე
იქედნესავით მაღლა აცურდა.

ფიქრობდა:”ვიცი,აქ ქაჯეთია,
თუ ვინმემ თითი დამიქნიოსო,
საშვს გამოვუწერ ათასბეჭდიანს,
წამში ვანახებ საიქიოსო.”

მოკვდა-ეს ბოლო შენაძენია,
ჩაესმის “განვედ!” და ხმა არულის,
ძველი ნიღბები ვეღარ შველიან
და ვერც-ფანდები,ფარსადანული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები