ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2009


უტრილოს ტილო

    უტრილოს ტილო
მოჰგავს ოთახი რომელიღაც ტილოს უტრილოს,
წვიმის წვეთები მიკითხავენ სევდის სონეტებს.
ღამეს ჩემსავით თვალები აქვს ისევ უძილო,
ჰგვანან ფოთლები ალალბედზე აყრილ მონეტებს.
ჰგავს ეს ქალაქიც რომელიღაც ნახატს შეშლილის,
ქუჩებში აზრი გადაცმული დაიპარება.
ფიქრის საიტზე რა ხანია დგას დღე მეშვიდე
და აღარ უნდა გადაფურცვლა კედლის კალენდარს...
სადღაც შორიდან ისმის ჯაზი, მგონი, გერშვინის,
წვიმა კი ქართან ბლუზის რიტმში ცეკვავს რაფაზე,
და სანამ დილა ჩემს ოთახში ღამის ფერს შლიდა,
ლოგინს დააკვდა უძილობა, ჭერის ჯამბაზი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები