ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


ქარებს გადარჩენილი ბუდისა

       

... აწ  მომლოდინეს
          მგზავრის 
                  მზერით 
                      ვზვერავ 
                            დაღმართებს...
დედის  ხელებიც  მომენატრა
          ამოდ  ცივი  და
მალე  დაგტოვებ...
          და  ოხჯანის*  თავშესაფრამდე
ქვის  სასთუმალს  და  მიწის  ლოგინს
          მარტო  მივიტან...


და  დასრულდება  -
          ჩემს  ლოდინში   
                  ღამისთევების
                        ბოლო  სერიაც  -
          სერიალის  -  ორმოცწლიანის...
და  მოვა  ჟამი
          შენდობების  და  მიტევების...
ამოივსება 
          ცოდვის  ჩემის
                  ორმოც  ტიალი...


და  კვლავ  მაისნი  როს  მორთავენ
          ბაღებს  ფარჩებით,
მთებს  გადივლიან  როს  ქარებიც -
          სად  არ  ნათრევნი  -
ერთად  ნაშენი  - 
          ერთ  ხის  რტოზე
                ბუდე  დარჩება
ფრთაშებუმბლულით    დახუნძლული
        ჩვენი  ბარტყებით,


-  გაძლო  უჩემოდ 
        რათა  ჩემთან
              ყოფნას  ნაჩვევმა,
ვიდრე...    ოდესმე...
        ძალიან  არ  მოგენატრები!...

                  18.5.2009


*)  ოხჯანი  (ოხჭანი)  -  ბოლო,  დასასრული  (ძვ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები