ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


უფრთო ოცნება

დღეს  ზეცის კამარა
პირველად შევაღე,
მან კი ჩამიხუტა
სათუთად უბეში.
მერე კი დაიმსხვრა
სულ ყველა ოცნება,
ქაღალდის გემივით
იმ ბინძურ  გუბეში.
იქ, სადღაც ჭაობში...

სოფლისკენ, მაღლობში
მამალმა იყივლა!
შორეულ  წარსულში,
ბავშვობა რომ დამრჩა...
ვიღაცა მეძახდა,
ვიღაცა მელოდა,
ვიღაცა მიცდიდა
და გზა კი არ ჩანდა...

წავიდეთ?  მე მკითხე
კვლავ თავდავიწყებით...
წუთები    წუთებს რომ მისდევდა ტაატით,
გავფრინდეთ, გითხარი:
მე ზეცის კამარას ვეღარ  დავშორდები,
იქ  ლურჯი  ცა არის!

და ასე.
გუბეში დამხრჩვალი ოცნება,
ვით მარგალიტები
ხელით რომ ვატარეთ,
ერთად  შეგროვილი ყველა საოცრება,
პეშვით  დავურიგე  უწმინდეს პატარებს.


უყურეთ სამყაროს ლამაზი თვალებით,
ვარდისფერ სათვალეს ნურასდროს მოიხსნით,
ცისფერი ოცნება  დამსხვრეულ მკლავებით
პარაკლისს გადიხდის და ტკივილს მოიმკის.
წაიღე, წაიღე სულ ყველა ფიქრები,
წაიღე ნატანჯი ოცნება წარსულის,
და ვიცი, ოდესმე  ყოველი  მორჩება,
ოდესმე ეს მწარე ტკივილიც გაივლის...

მოვა დრო და სადღაც წამიღებს ფიქრები.
ოცნება გამიტანს, ქარი თუ უბერავს...
ოთხ  ფიცარს შემიკრავს ისე გამომკეტავს,
არ მომცემს არც ფრენის, არც ფიქრის უფლებას...

არ მინდა უშენოდ სიცოცხლე მიწაზე.
ზეცაში მინდოდა ბრწყინვალე კარავი.
დღეს უკვე არ ვფიქრობ, დავრწმუნდი სრულიად,
არ არის ამ ქვეყნად გულწრფელი არავინ...

მე ფრენა მინდოდა,    შენ -- მარტო ოცნება,
ლამაზ ფრთებს ვირგებდი ყოველ დღე საბრალო.
მტკიოდა სიმართლე და ყალბი  ცხოვრება.
ზეცაში  დაფრინავს ცრუ ფრთებით სამყარო.


დღეს  ზეცის კამარა
პირველად შევაღე,
მან კი ჩამიხუტა
სათუთად უბეში.
მერე კი დაიხრჩო
ლამაზი ოცნება
ყველაზე ბინძურ და
საზიზღარ წუმპეში.


06.06.2009წ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები