ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2009


***



***
სინათლე გამოგაღვიძებს,
სიმებს დაუვლის კრიალი,
იელვებს ქარვა ჩრდილების,
გაბრწყინდებიან სიმები
და ნაპირები,კლდიანი,
სამოთხისეულ ხმასავით
აივლ-ჩაივლის შრიალი,
ნისლიდან ცასთან გამოვა
ირემი,მუდამ მტრიანი,
რტოებზე აირეკლება
შუქის ხანჯლების პრიალი.

გაიხარებენ ღრუბლები
ველთა ფერადი ფართლითა.
ნეტავი ამას ყველაფერს
ვხედავდეთ ერთი სარკმლიდან.

***
სიყვარული_
მზერის გალობაა,
გულის მოლოდინი
და ლოცვა ცრემლისა.

***
ესაც ხომ შენი სამშობლოა:
ყვავ-ყორნებისთვის მიუწვდომელი,
სამყაროს შექმნის დროინდელი
სილურჯის ნათება...

***
დავიწყების ხავსიან სიღრმეში
ცვივა და ცვივა თარიღები,
ვით მკვდარი პეპლები...

სივრცეში ექოები ქრებიან.

***
სიკვდილის წინ
იხილა სასწაული,
მაგრამ გულმა
გაოცება ვეღარ მოასწრო.

***
და,როგორც გაკრეფილ
ვენახში მტევნები,
იშვიათია ქვეყანაზე
მართალი გულები.

***
დარდი_თანამგზავრი,
უფალი_მეგზური.

***
მთამ ღრუბელი
ფრთასავით დამაფარა
და ვიგრძენი სითბო დედისა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები