ხანდახან ჩვენს ყირამალა ისტორიებს ვკითხულობ. მერე აღმოვაჩენ პატარ-პატარა პერიოდებს და ვხვდები რაღაცეებს აუვლია, ჩაუვლია და გამქრალა? არა, გაქრობით არ გამქრალა, მაგრამ სადგაც გულის ფსკერზე დაშვეულა, დალექილა და ჩაძირული ნავივით ჩამარხულა.
ყირამალა, ყირამალა მე, რომ მართლა გული მქონდეს ან უცნაური ფორმის მაინც, მაშინ ალბათ სხვანაირად ვიფიქრებდი. თვალებით დანახულს უფრო სხვანაირად აღვიქვამდი. აი, ისე როგორც გაჭირვებულის დანახვისას ვინმე გამვლელ გოგოს ქუჩაში ცრემლი მოადგება და მოიწმენდს, მაგრამ რა ვქნა თუ ვიცი, რომ სხვას სადღაც უფრო უჭირს და იმ გახუნებულ ხავს ეკიდება, რომელიც უკვე დიდი ხანია ხავსიც აღარაა.
კეტუნიები, კეტუნიები, ჩემი წითელი კეტუნიები, ნეტა როდის მომბეზრდება? ან საერთოდ თუ მომბეზრდება?
-- დღეს როგორი კაი ამინდი იყო და მერე როგორ გაწვიმდა... -- ხო. -- თანაც ხუთჯერ გაწვიმდა იციიი?
ეჰ, იმას ანაღვლებს და ჩემთვის რატომღაც სულერთია. მერე რა წვიმს, ქვეყანა ხომ არ იქცევა? რა ვიცი ის ბრაზობს და მე არა.
ალბათ მუსიას დღე მაქვს, ხო ნამდვილად მუსია ვარ. ტკბილ, ძალიან ტკბილ ჩაის ვსვამ და სისულელეებზე ვფიქრობ, ოღონდ ეგეც დიდად არ მანაღვლებს და ჩემი ნუნა მახსენდება, რომელსაც ახლა გვერდით ბინაში სძინავს.
-- ნუნა მიშველე ლააა...
იცი, დახმარებას როგორ ვთხოვდი როცა დედა მაბანავებდა. დედას ეცინებოდა და მეფერებოდა. მე კიდევ ჯღავილს განვაგრძობდი. ნუნა სააბაზანოს კარს ამოფარებული მესმოდა როგორ ტიროდა. ვეცოდებოდი და ტიროდა. ხომ იცი არ მიყვარს ვინმეს, რომ ვეცოდები, მაგრამ ნუნას შეცოდება ტკბილია და ტირილს სპეციალურად ვუმატებდი. Dდიაგნოზი კი ასეთი დამისვეს: ბავშვობიდან მავნე! ისე დიაგნიზს არაუშავს, სასაცილო მაინცაა.
და შენ იცი სკოლის დამთავრებამდე რაზე ვოცნებობდი? ჰეეეჰ... ხო, ნუ ეხლა არ გაიკვირვო, ხანდახავ ვოცნებობ ხოლმე. Mმინდოდა რამე ისეთი პროფესია გამოეგონებინათ, რომ მთელი ცხოვრება მხართეძოზე წამოგორებული ვყოფილიყავი, თანაც დიპლომციკიანი. Nნეტა რაში მჭირდებოდა ან ერთი ან მეორე? ისე რა მაგარია : - თქვენი პროფესია? - კვალიფიციური უსაქმური. - ოჰ, სად დაამთავრეთ? - უსაქმურთა სკოლაში. - პედაგოგები? - ჩემნაირი უსაქმურები. - ვერ მიმასწავლით? - ვერა, დაიხურა.
ყირამალა, ყირამალა, ეს ისე მოგწერე, ამასწინებზე მინდოდა მომეყოლა და დამეზარა. Mმე ხომ პროფესიით უსაქმური. ხოლო, სამედიცინო დასკვნით მავნე ვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მომწონს................. მომწონს.................
18. აუუუ..ეგ უსაქმურთა სკოლა მეც მინდა.... ნუნა ვინაა?.... ალბათ ბავშვობის უჩინმაჩინი მეგობარი,არა... ეეჰჰჰ..... კარგია.... ძალიან ღრმაა ეს მოჩვენებითი ,,ზედაპირულობა''.... და საოცრად თავისუფალია....ო, რა თავისუფლად ვსუნთქავდი, ამას რომ ვკითხულობდი..... კარგი ხარ ბარნო.....;) აუუუ..ეგ უსაქმურთა სკოლა მეც მინდა.... ნუნა ვინაა?.... ალბათ ბავშვობის უჩინმაჩინი მეგობარი,არა... ეეჰჰჰ..... კარგია.... ძალიან ღრმაა ეს მოჩვენებითი ,,ზედაპირულობა``.... და საოცრად თავისუფალია....ო, რა თავისუფლად ვსუნთქავდი, ამას რომ ვკითხულობდი..... კარგი ხარ ბარნო.....;)
15. დიდი მადლობა ლია :-* დიდი მადლობა ლია :-*
14. ძალიან მომეწონა :-* ძალიან მომეწონა :-*
12. თქვენი პროფესია? - კვალიფიციური უსაქმური. :)) :-* თქვენი პროფესია? - კვალიფიციური უსაქმური. :)) :-*
11. ირი :P
ქეთ მე ისევ ლესელიძეზე ვარ :D და საერთოდაც სულ იქ ვარ :Dმეც მომენატრე:-* ირი :P
ქეთ მე ისევ ლესელიძეზე ვარ :D და საერთოდაც სულ იქ ვარ :Dმეც მომენატრე:-*
10. მომენატრეთ შენ და ლესელიძე.. :) :) მომენატრეთ შენ და ლესელიძე.. :) :)
9. არ შეიძლებოდა აქ რომ არ მოვსულიყავი...ო ყირამალამ :-* არ შეიძლებოდა აქ რომ არ მოვსულიყავი...ო ყირამალამ :-*
8. :) ჰეი რამდენი ხალხი შემოსულა :) :) ჰეი რამდენი ხალხი შემოსულა :)
6. თქვენი პროფესია? - კვალიფიციური უსაქმური. - ოჰ, სად დაამთავრეთ? - უსაქმურთა სკოლაში. - პედაგოგები? - ჩემნაირი უსაქმურები. - ვერ მიმასწავლით? - ვერა, დაიხურა. 555555555555555555555 თქვენი პროფესია? - კვალიფიციური უსაქმური. - ოჰ, სად დაამთავრეთ? - უსაქმურთა სკოლაში. - პედაგოგები? - ჩემნაირი უსაქმურები. - ვერ მიმასწავლით? - ვერა, დაიხურა. 555555555555555555555
5. ბარნო :*************** რაღაცეები გამახსენდა მოიცა დავწერ ბარნო :*************** რაღაცეები გამახსენდა მოიცა დავწერ
4. არსებიბობს უსაქმური მავნეების კატეგორიები, მაგ. საყვარელი უსაქმურა მავნე. და რა კარგი სკოლა დაგიმთვრებია ... არსებიბობს უსაქმური მავნეების კატეგორიები, მაგ. საყვარელი უსაქმურა მავნე. და რა კარგი სკოლა დაგიმთვრებია ...
3. ბავშვობიდან მავნე!
ძალიან საყვარელი რამეა... ბავშვობიდან მავნე!
ძალიან საყვარელი რამეა...
2. ხომ პროფესიით უსაქმურო და სამედიცინო დასკვნით მავნე ...555555555 ნუნა ვინ არის...? დამაინტერესდა... ხომ პროფესიით უსაქმურო და სამედიცინო დასკვნით მავნე ...555555555 ნუნა ვინ არის...? დამაინტერესდა...
1. მომწონს შენი ცინიზმი თუკი ხვდები იმ სიგრმეს რაც მე დავინახე შიგ
მომწონს შენი ცინიზმი თუკი ხვდები იმ სიგრმეს რაც მე დავინახე შიგ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|