ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


***




***
სიტყვები_უცნაურად გასხივოსნებული,
როგორც ტაძრის
სარკმელში ვარსკვლავები...

***
ყვავილის ფურცლებივით
პატარა ლექსები,
სიკვდილ-სიცოცხლის
სასწაულებს რომ გაგრძნობინებენ.

***
ძაღლი თვალს მისწორებს,
პატრონი_ვერა...

***
თითქოს შვილს
ცრემლები შეუმშრალა,
დაფაზე ისე წაშალა რიცხვები.

***
ბოლოს მათ შორის
თეთრი მანდილი
ჩააგდო სინანულმა
და ზეცა დამშვიდდა.

***
მზის სიჩუმე შევიდა ოთახში,
ჩვილმა გაიღვიძა
და დედა ამღერდა...

***
მთამსვლელს სიზმარშიაც ჩაესმის
მზის ფეთქვა და მწვერვალის სიჩუმე.

***
ცაზე რამდენი ვარსკვლავიცაა,
იმდენჯერ უგალობა სიყვარულს
და მაინც ვერ მოიკლა წყურვილი.

***
ხარობენ შენთვის სათქმელი სიტყვები
პირველად აყვავებულ
ხის ყვავილებივით...

***
ამომავალ მზესთან შესახვედრად
მტრედი გუმბათიდან აფრინდა,
ყორანი_ნისლიდან...

***
უბედნიერესი მყვინთავი_
კალამი...

***
რომ არა შვილობა
პატარა და ტანჯული ქვეყნისა,_
ყაზბეგი ხანჯლებით არ აცეკვდებოდა.

***
ადამიანი დასალიერზე_
სხვა სივრცის კარივით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები