ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2009


&&&

დაგმალავ,
სადღაც მიუგნებელ
კუნჭულში გულის,
მზეთუნახავმაც ვერ გიპოვნოს
ჯადოსნურ სარკით,
დაგმალავ,
რადგან ნაფოფინებ
ოცნებას  - ჩვილზე
ვერ გადავარწევ ვერასოდეს
გამოთლილ აკვნით...
დაგმალავ,
რადგან სიყვარულიც
მიქციეს ცოდვად,
მონატრებაზე
გრიპიანი ბავშვივით ამცრეს,
დაგმალავ,
რადგან ვერ ვისწავლე
გულწრფელი ლოცვა,
დაგმალავ,
რადგან მართლა მინდა
რომ გავცდე ამ წრეს -
გადავირჩინო ცისარტყელას
ფერები მაინც,
გადავირჩინო რაც ჩემს გარეთ
დარჩა და ყვავის,
დაგმალავ,
რადგან აცრემლებულს,
ჩემს სულში, ბოღმას,
მაგ სიშორიდან ვერასოდეს
ვერ  დაუყვავებ.
დაგმალავ, თუმცა დამალული
არ ნიშნავს წაშლილს,
და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ
ეხდება ფარდა,
მაინც დაგმალავ,
ვერ გიპოვო მე თვითონ, როცა
წლებს თან გავყვები,
მოგონების კაბის ამარა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები