| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2009 |
ეგ არაფერი... მოიწმინდე ცრემლები, კარგი ! ცოტა, ფანჯრებსაც დავაცადოთ, ნახე გაწვიმდა, დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის, როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.
ზიხარ პორფილში, ვერ გიყურებ თვალებში რადგან. ჰო, ვერ გიყურებ საყვარელო. ჩემო - აიდა : ცუდი დრო დადგა! გულახდილად, ცუდი, დრო დადგა. ოღონდ ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაგვიდგა?!
ჩვენც ხომ სხვებივით გულახდილად, ლოცვას და მარხვას, კი არ ვიწყებდით, ვეძლეოდით. ჩვენც ხომ სხვებივით, დღეში ორმოცჯერ ვურეკავდით, ერთმანეთს "სად ხარ? საყვარელო... იცი, მომწყინდა..." მეგობრებივით,
ჩვენსავით რომ აკლიათ რაღაც, იმ და-ძმებივით, ჩვენსავით რომ ეძებენ სათქმელს და თუ იპოვნეს... როგორც ძვირფას, ბავშვობის ნახატს,მიაწყდებიან, როგორც საკნის ერთადერთ სარკმელს, ზღვა პატიმრები
როდესაც მოთოვს, ან ქალის ხმა მოისმის, როცა ცნობისმოყვარე - სურვილებიც გვაპატიმრებენ, - ავდგეთ გავხედოთ, თუ როგორ თოვს, თუ როგორ კოცნის მონატრებული, მონატრების საპატიებლად,
სველი ტუჩებით, პატიმარს თუ აგურით ნაშენ, ტანჯვის გალავანს თოვლი. ქალი. ქალი თუ თოვლი... როცა ორთავე იმასვე გრძნობს, იგრძენი რაც შენ, მაგრამ ეხება ბედნიერი, არათუ ყოვლად
შეუძლებელიც იქნებოდა ამის ატანა, ჰო, ეგ კი არა, რაც გრძელდება, ცოტათი მეტ ხანს, (რაც არ მთავრდება, ხან მთავრდება "რკინის" გატენვით) რაც ყოველდღეა, ყველაფერი... რომ წაგეკითხა...
ყურადღებით, რომ წაგეკითხა, ამასწინებზე, გწერდი - რაც ხდება, ალბათ უფრო უნდა ხდებოდეს. ხან გაძინებენ, ხან პირიქით არ გაძინებენ, ტკივილები და შინაგანი უთანხმოება.
მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო, მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად, მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა
და მე ვიჯექი და ვფიქრობდი რად არ მოგდევდი, ან, იქნებ არა, ვერც ვფიქრობდი, ვცდილობდი მაგრამ რაღაცა ძალამ... თავს უფლება ხმის ამოღების, გამოკიდების, ჩახუტების გულში და მაგრად !
ლაქადდამჩნეულღვინისფერი ტუჩების, სახის მზემოკიდებულხორბლისფერი, ცივი ხელების. კრძალვით შეხების, მოფერების, თუნდაც შენახებ, "ჩვენც ხომ ხალხი ვართ" ჩვენც ხომ ვცვდებით, მივიცვალებით,
როცა იქნება, გავუსინჯავთ მეფურად გემოს ! რადგანაც გავჩნდით, შევიყვარეთ, ჩვენც ხომ ოდესმე, პატარძალივით ჩამოგვივლის ტიტანის გემი, რომლის გუგუნიც ხან მკაფიოდ, ხან ყრუდ მოგვესმის,
რა გავაგრძელო? ვერ გავბედე უბრალოდ მოსვლა, შიში იმის, რომ ის ქალი არ ყოფილიყავი, ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით, ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე...
ასე რომ არა, საყვარელო, გასწიე ფარდა! არაფერია სატირალი, არც ამ, არც იმ სხვა აღარაპირებ ცხოვრებაში, სიცილის გარდა, ყველა - სასახლე, ყველა - ფერი, ყველა დაიმსხვრა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. leqsi kaia da ra vici... situacia ki rtuli leqsi kaia da ra vici... situacia ki rtuli
20. ეგ არაფერი... მოიწმინდე ცრემლები, კარგი ! ცოტა, ფანჯრებსაც დავაცადოთ, ნახე გაწვიმდა, დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის, როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.
მომწონს ეს ლექსი განსაკუთრებით... ისევ მოვაკითხე...:) ეგ არაფერი... მოიწმინდე ცრემლები, კარგი ! ცოტა, ფანჯრებსაც დავაცადოთ, ნახე გაწვიმდა, დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის, როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.
მომწონს ეს ლექსი განსაკუთრებით... ისევ მოვაკითხე...:)
19. საუკეთესოაააააა:::::::::5 საუკეთესოაააააა:::::::::5
18. ბრწყინვალე ლექსია! ბრწყინვალე ლექსია!
17. გიო, რამდენი ხანია არაფერი წამიკიტხავს აქ და ახლა შენი მშვენიერი ლექსით დავიწყებ!!! გიო, რამდენი ხანია არაფერი წამიკიტხავს აქ და ახლა შენი მშვენიერი ლექსით დავიწყებ!!!
16. მშვენიერია. მშვენიერია.
14. უმაგრესიააააააააააა:) უმაგრესიააააააააააა:)
13. მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო, მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად, მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა
თბილი ლექსია სიყვარულიანი:)მომეწონა მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო, მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად, მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა
თბილი ლექსია სიყვარულიანი:)მომეწონა
11. მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა
და მე ვიჯექი და ვფიქრობდი რად არ მოგდევდი, ან, იქნებ არა, ვერც ვფიქრობდი, ვცდილობდი მაგრამ რაღაცა ძალამ... თავს უფლება ხმის ამოღების, გამოკიდების, ჩახუტების გულში და მაგრად !
მომეწონა მე :) მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა
და მე ვიჯექი და ვფიქრობდი რად არ მოგდევდი, ან, იქნებ არა, ვერც ვფიქრობდი, ვცდილობდი მაგრამ რაღაცა ძალამ... თავს უფლება ხმის ამოღების, გამოკიდების, ჩახუტების გულში და მაგრად !
მომეწონა მე :)
10. რა გავაგრძელო? ვერ გავბედე უბრალოდ მოსვლა, შიში იმის, რომ ის ქალი არ ყოფილიყავი, ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით, ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე... -ძალიან...5555 რა გავაგრძელო? ვერ გავბედე უბრალოდ მოსვლა, შიში იმის, რომ ის ქალი არ ყოფილიყავი, ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით, ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე... -ძალიან...5555
9. ძლიერი ემოცია! სავსე... მჭირდებოდა ახლა ეს ლექსი.
სალამი გიოს! ძლიერი ემოცია! სავსე... მჭირდებოდა ახლა ეს ლექსი.
სალამი გიოს!
8. მოგესალმებით და გადაგიხდით მადლობას ყველას. მოგესალმებით და გადაგიხდით მადლობას ყველას.
7. მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო, მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად, მზერა კი არა ლამის სულიც წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა...
მოგიკითხე გიო :) მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო, მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად, მზერა კი არა ლამის სულიც წაიღო ჩემი, ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა...
მოგიკითხე გიო :)
6. მშვენიერი :) მშვენიერი :)
5. კარგად წერს... "ვდილობდი" ც აკლია აქ :) გაასწორეთ კარგად წერს... "ვდილობდი" ც აკლია აქ :) გაასწორეთ
4. ჩვენც ხომ სხვებივით გულახდილად, ლოცვას და მარხვას, კი არ ვიწყებდით, ვეძლეოდით. ჩვენც ხომ სხვებივით, დღეში ორმოცჯერ ვურეკავდით, ერთმანეთს "სად ხარ? საყვარელო... იცი, მომწყინდა..."
ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით, ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე...
ძალიან მომეწონა.... ჩვენც ხომ სხვებივით გულახდილად, ლოცვას და მარხვას, კი არ ვიწყებდით, ვეძლეოდით. ჩვენც ხომ სხვებივით, დღეში ორმოცჯერ ვურეკავდით, ერთმანეთს "სად ხარ? საყვარელო... იცი, მომწყინდა..."
ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით, ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე...
ძალიან მომეწონა....
3. კარგად წერს ეს კაცი! რამდენჯერაც ვსტუმრებივარ კარგი ლექსი მხვდება სულ! კარგად წერს ეს კაცი! რამდენჯერაც ვსტუმრებივარ კარგი ლექსი მხვდება სულ!
2. მძიმეა და ღრმა.. არჩ შეიძლება ასეთი არ იყოს.. :) გიოა და :) მძიმეა და ღრმა.. არჩ შეიძლება ასეთი არ იყოს.. :) გიოა და :)
1. დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის, როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.
დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის, როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|