ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2009


ლექსი ცოტაი

ორი  ურაკპურაკული                                                     
ვაჟა  ხორნაულს

1.
დილამშვიდობის,  ვაჟაო!
შენს  ლექსებს  ჩემი  ვ ა შ ა ო  !..
დილის  მადლადამც  შეირგოს,
ვისაც  არ  უყვარს  ქაშაო!..
რამდენმა  ლექსის  მაჭარი
ვერაფრით  აზედაშაო...
ზოგმა  დააკლო  მარილი,
ზოგმა  -  სულ  დაამლაშაო!


2.

      ,,ხელში რომ ორი მტრედი გყავს,
        ერთურთზე ლამაზებიო,_
        მაგათ შემყურე,იმედო,
        არასდროს დაჰბერდებიო!..’’

                                  ანთა  ნათელიძე

ღმერთმაც  გვიმრავლოს  ბადიში
ჯარად  -  ფოლადთა  მკვნეტელი
მამულს  -  კაცებად  სად  იშვნენ -
ედგნენ,  ვით  ციხის  კედელი!..
ეკურთხოთ  კალამ-ხანჯალიც,
მუნ  ფუნჯიც  და  საჭრეთელიც!!!


Rebeka - ს

მეამაყები  შენი  ბოკვრებით
ჩემი  შვილების  და  და  დობილი!..
ვმხნევდები  ერის  ძალთა  მოკრებით!..
-  ბოკვრების  იმედს  ვარ  დანდობილი!..

14.  6.  2009


ზენიტიდან  მომზირალი  მზისა

                                        ჭა-ს
მზერა
მზიანეთს
ზვერავდა  მაშინ,
გულმა  სიამის  რეჩხი  რო  მიყო...
-  იმზირებოდა
მზე
ამ  დროს 
ჭაში
და
სიხარულის
ზენიტში
იყო!..



გიგოს

ბნელ  ხაროს  ვნატრობ  გადასაჩეხად,
ვინმე  ლექსში  რომ  პროზად  ამთქნარებს...
მეტაფორების  ზვავი  გაჯეგავს
ჯავრით  აჯაგრულ  ჯუჯა  ჯაგნარებს...
უჯიგროების  ჯიში  არც  შენ  გაქვს:
კალამს  მერმისი  მოგიდაფნარებს!..

                                        2.    6.  2009  წ.

,,ფლე-ში’’- ს  ლექსზე  -  ,, გაუცხოვება’’
                         
                    ,, ედემური  ხმება  ჭალა ...’’
                                                          ფლე-ში

,,შინამუმლი’’აიშალა...
რაიც  შიშის  შანსავს  ,,პოვოდს’’...
თავზეით  არ  არი  ძალა 
-  ხამს,  ის  კაცმა  სულში  ჰპოვოს...
ერმაც  -  მე  ვინ  მკითხავს,  მარა  -
ვინცხა  უნდა  დეითხოვოს...



მინაწერი  ,,იუმორესკას’’  ლექსზე
                  ,, რ ე პ ი ’’

ემთხვევა  რეპზე  ჩვენი  ჰაზრები
-  არ  უნდა  ამას  რიჟა  ბაზრები!..
რეპი  და  მეპი  ერთი  ისაა..
-  კარი  ღიაა,  ვერ  კი  გაძვრები...                     



თამუს ...

,, ავტირდი, ნუ სევდიანობთ, პოეტო!!!!!!!!! ‘’
                       
( თამუს  კომენტარი
                          ჩემს  ერთ  ლექსზე)

,, ავად  ვიყავი,  წუხელ  ვკვდებოდი...``
ანუ  -  მიჭერდა  ვიღაც  ჩამშვები...
დროზე  სჯობს  წასვლა  საჩამშვებოდან,
ვიდრე  ამ  ყოფით  სულიც  დაშვრება...
იმასვე  შვრება,  რასაც  შვრებოდა
გული - კვლავ  სიკვდილს  ეთამაშება...
მესმის  ახალი  ,, თავო  ჩემო''  და
იმ  ცრემლით  ვტირი  ზედ  რო  მაშრება!..

   
სახელდახელო  ვარიაცია
   
ნუციკო  დეკანოზიშვილის  ლექსზე
      ,, მოსვლამდე.  სალუტი.’’

ნანატრი  ბარათი  მუდამ  იგვიანებს,
ან  სულაც  არ  მოდის...
ჩვენ  კი  სულ  მივდივართ,
მივცურავთ.
ვიჩქარით...
-  არც  ვუცდით  ბარათებს...
შლეგ  ოკეანეში
უგზოდ
უკომპასოდ
მცურავი  არმადის
გარუჯულ  მატროსებს
სადღაც  ტაიფუნი  ჩაგვიქრობს  ცანათელს...

და  მერე  სალუტით
გვაცილებს  უფრო  ვრცელ  სამყაროს  კარამდე...



პახმელიაზე
აკვიატებული
ექსპრომტი
დეპეშასავით

თამარსა,  დასა,  ბუკიას:
-  ამეკვიატა  დილიდან,
რომ  გული  დასაბუგია
ლექსით,  ქალით  და  ღვინითა!..



მინაწერი  ლელას  ლექსზე

ჩვენ  ერთხელ  უკვე!..
ყველა!...
უკლებლად!,,,
გაგვცვალეს  ჩვენს  ღვიძლ  ძმა -  ბარაბაზე!...
კიდევ  რითიღა  დაგვემუქრება,
ბედი,  მიწყივ  რომ  ღდინზე  გვაბრაზებს?!.


Sensenmann.-ს 

,,კარგი ლექსია!!! მაგრამ ასეთი ლექსები
^HIT^ები ვერასდროს ხდებიან!
ალბათ დამეთანხმებით!..
Sensenmann. ’’ -  კომენტარი  ერთ 
ჩემს  ლექსზე


არცროს  ვყოფილვარ
ცრუდიდების  ფუჭადმდევარი...
ჩემი  უძილო  ღამის  ვიყავ  მუდამ  მთევარი...
უმეტეს  ჩირის
არასოდეს  არ  ღირებულა
ერთურთის  მიმართ 
პირმოთნეთა  ცრუთა
თნევანი...


სიკვდილის
ლოდინს
გადაყოლილისა

    მაკუცას,  ბექას  და  მათ  მეგობრებს,
    ძაან  რო  გაახურეს 
    სუიციდებზე  და  სიკვდილებზე
    ლექსებით!
    სიყვარულზე  და  სიხარულზე  წერეთ
    ბ ო ვ შ ვ ე ბ ო !!!...
    თქვენი  იმო  ძია-ბაბუ  შემოგევლოთ!...


უნაღდესი  ძმაკაცი 
ჩემი  - 
ერთი  სიტყვით
-  როჟა  ძაან  მაგარი, 
სიბრძნით  მსგავსი  მოგვთა,
როცა  მიხვდა  - 
ამაოდ  რომ  ელოდა  სიკვდილს,
ერთი  მაგრად  გაუტყდა
და  თავისით  მოკვდა.



ჯერ  ეს  იყოს...
გაგრძელება  იქნება  და  თან  ძაან  მაგარი!...

განმარტება:  ,, ურაკპურაკული’’ ურაკპარაკელებისადმი  მიძღვნილ  ექსპრომტს  ნიშნავს.
                      გასაგებ  კავშირშია  ტრადიციულ-ეროვნულ-პატრიოტულ  და  საერთოდ
                      ბოჰემურ  პურობასთან



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს