ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2009


ლექსი ცოტაი

             
ურაკპურაკული    მინაწერები
ხაფერ  ელ-დამასტ  ელდინის 
,,მულტირობაიებზე,,

1.
              შეხუმრებასავით

ამბავი  ერთი  მსურს  ვუამბო    ხაფერს  -  ელ-დამასტს,
შესახებ  იმის -  თუ  ვით  ეცა  უცებ  ელდა  მასტს,
რომ  მოვუჯოკრე  საჯაროდ  და  ანაზდეულად,
შაირ-კაფიით  რო  ვაბამდით  ორნი  ერთ  დამას!..

2.

ჯოჯოხეთისას  მიგვათვლიდნენ  ვიდრემდის  მდგმურებს
და  სული  ჩვენი  ქვესკნელს  მორჭმით  დაისადგურებს,
ვინძლო  -  სიკეთის  მცირე  ყანა  -  დავთესოთ  მაინც,
მოსამკელად  კი  ვუანდერძოთ  დარდიან  გულებს...

3.

მომსხმელი  ხილის  -  ჩინებულის  -  თუ  რომ  ხმება  ხე,
მის  გადარჩენას  ეშურება  ნაღდი  მებაღე...
მაგრამ  სნეული  რას  დაარქმევ  აქიმს, რომელიც
კურნების  ნაცვლად - სუდარაში  ცოცხლად  შეგ

4. 

,, -  ჯერ  იმქვეყნიდან  მოქცეული  არვინ  მსმენია...’’
უჩურჩულებდა  ( ყური  ვკიდე ... )  ალვის  ხე  ნიავს...
გაკვირვებისგან  ყრუ  ყურები  რომ  ჩამოვყარე,
სხვა  რა  იუბნეს, ამის  გამო  არ  მისმენია...

5.

წამლად  წამი  რომ  არ  მაღირსა  ამო  -  იღბალმა,
ამაზე  გულმა  მწარედ  ბევრჯერ  ამოიბღავლა..
სვედაწყევლილმა  მიწისკენ  რომ  პირი  ვიბრუნე,
ეს  მწუხარე  ცა  ცრემლის  წვიმად  ჩამოიღვარა...

6.

ბევრი  რამ  ვნახე,  ბევრად  მეტის  უნახავი  ვარ...
ვისთვის  -  არწივი,  ვისთვის  კიდევ  -  ბუ  ან  ყვავი  ვარ...
თუ  რამ  კარგს  ვნახავ  -  აღტაცებას  როგორ  დავმალავ!..
რაც  რო  გულს  მიკლავს, ამის  გამოც  მუდამ  ვბღავივარ!..

7.

ვინც  ვერ  გაიგო  გულის  ჩემის ალალმართლობა,
მე  მათიც  მესმის  -  ამ  გულისგან  მათაც  მადლობა!..
რა  ვქნა,  თუ  ბევრის  ბევრი  რამე  ვერც  მე  გავიგე...
-  კაცნი  ვართ:  ძმები  არიანო  ძმობა  და  მტრობა!..

8.

სანამ  დავიდებთ  ბოლო  ბინას  დახშულ  ხაროში
და  შეგვიტანენ  ხსოვნის  წიგნში  -  სამწუხაროში...
მანამ  მოვასწროთ, რაც  რამ  კარგი  გვაქვს  მოსასწრები...
თან  წაღება  სჯობს  -  რაც  რამ  დაგვრჩა  ამოსაროში...

9.

რობაის  დერვიშს  გესალმება  გულით  ნაძმობი!
დროში  -  ცოდვილში!..  -  კაცობის  და  ლექსის  დამცრობის,
ანაზდეულად  ლექსი  შენი  გულზე  მალამოდ
მოეცხო  იმოს  -  ვით  წამალი  გულის  დამწვრობის!..

10.

ნაღდი  -  შაირიც  ,  რობაიც  და  მიყვარს  სონეტიც!
ნაღდ  ძველ  ღვინოსაც,  ძმებო,  ვინ  არ  მომიწონებით?!.
ჩემთვის  -  ვინც  ლექსში  ღდინზე  ჩადებს  გულსა  და  ჯიგარს    -
პოეტიც,  ძმაც  და  მეგობარიც  არის  სწორედ  ის!..

11.

ხაფერ  -  ვაჟკაცებს  არ  შეჰფერით  დავა  ქალებთან!
-  დაჭერობანას  თამაშსა  ჰგავს  ფრთამალ  ქარებთან...
ჯეელი  ვიყო  -  მეც რამდენი  ქარი  ამგვარი
ცა-მიწას  შორის  ამაქანებ-დამაქანებდა...

12.

რა  უშავს,  შენზე  თქვან  -  ქალებთან  რა  მოთნეაო?!.
შავბნელ  ღამეზეც  ქალმა  რომც  თქვას  -  ამო  დღეაო,     
კვერი  დავუკრათ  სჯობს  უსიტყვოდ, თქმულა  რამეთუ : 
-  ქალის  ენასთან  ხახა  ლომის  -  სამოთხეაო!..

13.                   

თუ  ვინმეს  ნებავს,  რომ  ჩათვალოს  არად  ელ-დინი,
ეს  იმასა  ჰგავს  -  არ  ჩავთვალო  მყარად  მე  ტინი...
ომარ  ხაიამს  ვინც  არა  თვლის  მარადმოდერნად,
თქვას,  რომ  ბაჯაღლოს  ჟამი  ჟანგავს  -  მარად  მედინი!..
                                                         
14.

ოდეს  მორჩებით  შენ  და  ნინო  დავას,  ხაფერო,
მივუძღვნათ  თავი  ერთად  ღვინოს  და  მას  ვაფეროთ...
სადმე  რო  ტყისპირ  ლორთქო  მოლზე  გავშალოთ  სუფრა -
ვინძლო,  შავ-თეთრი  ყოფა  ესე  გავასხვაფეროთ!..

.15.

ლექსების  ფქვილი  ა ქ  იფქვებადა    ი ქ    ი ც რ ე ბ ა...
როს  მწირი  წლები  წვრილ  წიგნაკად  აიკინძება,
ვინც  რისი  ღირსიც  არის  -  ღმერთიც  მასვე  მიაგებს:
ღირსს  -  აღირსოვნებს,  დასაქინძი - დაიქინძება...

******************************************************************************************

გაგრძელება  იქნება  და  ძაან  მაგარიც!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს