ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: manana
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


მაინც მივალთ... ( ნახევრად ხუმრობით...)

           
          (ჩემს აქ არყოფნაში ბევრი ლექსი დაწერილა სიკვდილზე. მათი მიზეზია ეს ექსპრომტი...)

                  რას აგვიტყდა სიკვდილი და ძარღვის გახსნა,
                  რას ვამადლით უფალს ქვეყნად თავს?
                  გავიხაროთ ვიდრე დროა, თორემ შემდეგ
                  რომც გვინდოდეს, არვინ გვეტყვის "დავს".
    ნუთუ სულ არ დარჩა ქვეყნად აღტაცების,
    სიხარულის ღირსი მცირე რამ?
    რას ვიჩქარით საიქიოს, მაინც მივალთ     
    და ვერავინ ვერ დავიხსნით თავს.
                    სააქაოს მოვლინებულთ წუთისოფლით
                    გვებევრება წელიწადი რამდენიმე,
                    აზრებს ვკარგავთ, ნერვებსა და ვენებს ვიშლით
                    შემთხვევითაც თუ რაიმე გვაწყენინეს...
    "ჭირსა შიგან გამაგრება"ს არა ვცდილობთ,
    "სულშესაფარს" ვეძებთ ყველგან, გარშემო...
    გვავიწყდება - აქ ხომ "მხოლოდ" ცხოვრებაა,-
    სააქაოს სამოთხე არ არსებობს...
                    გავიხაროთ მზის ამოსვლით თუ დაისით,
                    წელიწადის დროთა ყველა ცვლილებით,
                    "წუთიერად" ჩაგვიქროლებს წლების რემა
                    და ჰა, მორჩა,- საიქიოს მივედით...             





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები