ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2009


ყოველდღიური თხოვნებიდან

გამაჩუმე რა, ხომ ხედავ ვუკრავ-
არ ვიცი რას და შიგ ვაყოლებ კლავიშებს თითებს.
მესამე ფერი არ უხდება შევ თეთრ მუსიკას.
გამაჩუმე რა თითებიდან სისხლი, რომ მომდის
შენიც ხომ იყო, ერთ დროს ხომ წოვდი.
გადამიყარე რა ნოტები, მაინც ვერ ვხედავ.
გადამიმტვრიე ყველა თითი და გამაჩუმე
თორემ ხომ ვიცი შენს მოშორებას მე ვერ გავბედავ.
გამაჩერე რა ნუ მახსენებ ავადმყოფ სახეს
და სისველისგან გაყვითლებულ ზეწარზე , სხეულს.
დასიცხულ ლოყებს, ჩამოკაწრულს ოფლის წვეთებით .
ხელებს დაღლილს და მიტოვებულს, ქუჩაში ნათრევს.
ყოველ მზის სხივზე ფანჯრებიდან გაქცევის სურვილს
და წამლის ბოთლით გამოჭყეპილ, მბჟუტავ იმედებს.
თვალებს, რომელიც აღარ გქონდა და იმათხოვრე,
რომ მერე მაინც ვერაფერი ვერ დაგენახა.
დახეულ ფურცლებს და ნაგავში ნაპოვნ ნახატებს,
იმ სუნს, რომელიც ფანქრებიდან ჩამორეცხე
და მაინც იდგა...
გამაჩუმე რა, როგორ ხდება შენ მაინც იცი-
რომ ჩვენს ნათვქვამში ღირებული არ არის სიტყვა
და მომეხმარე ენებისგან შევკრა ბაწარი,
რომ სათითაოდ ჩამოვახრჩო რაც უკვე ითქვა.
გამაჩერე რა, ნუ ვაპირებ კიდევ ცხოვრებას,
გამაჩუმე რა, ნუ ვაგრძელებ ტკივილის წერას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები