ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


***




***

ყოველი წუთი ოქროს მძივია

და სიხარული სიცოცხლეს ლოცავს,

როდესაც სიტყვა მარწყვზე ტკბილია

და ალუბალზე ტკბილია კოცნა.




კამკამა ცრემლში ღმერთის სხივია

/განძი ნანატრი შობისას მოგცა/,

როდესაც სიტყვა მარწყვზე ტკბილია

და ალუბალზე ტკბილია კოცნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები