ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2009


ლექსი ცოტაი

ექსპრომტად  მინაწერები 
ურაკელების  ლექსებზე
******************************************

ილტოსპირელის  ლექსებზე

1.
როს  ჟამის  ცული 
ძვალხორცს  ღდინზე  დაანაფოტებს,
სულიც  წინაპართ  სულთა  შორის  დაევანება,
თუკი  მამულის  ცას 
სიგიჟემდე  ,,გადავაბოდებთ’’
ქართული  ლექსის 
სიკისკასეს  და  ელვარებას!..


2.  ლექსზე  ,,რკონი’’


გადაჰყვეს  მტერი  ჟამთაცვლას,
წყალთანაყვას  და  წყალთაცრას,
არცროსმე  მქონე  გონის!..
მათვე  მიჰყვება  ლიწინით,
ვინც  იქედნურად  იცინის
ჩვენზედ!..  ვაჰ,  დრონი,  დრონი!..

ეშმას  ამქარში  შეჩრილებს
ღმერთი  არ  გააჯეჯილებს -
უდღეურ  ანაქრონიზმს!..
კვლავ  მორჭმით  დაემკვიდრება
ამ  ცისქვეშეთში  დიდება
ვარძიისა  და  რკონის!..

მხნედ  მივყვეთ  უფლის  დიდ  ნებას!..
მტერს  ვითღა  აუხირდება
გული  ლაჩრის  და  მონის?!.

20.  6.  2009

კომენტარი
ნინო  იორდანის
სახელდახელო  ლექსზე

წმინდა  ნათლიის  სეხნია  ხარ,  ნინო  იორდან -
ვინც  გვკურნა,  როცა  -  გულთან  ერთად  სულიც  გვტკიოდა!..
ვერ  გააბრიყვებს  კურთხეულ  ერს  იბერთა,  ბრძენთა,
როშვა  შლეგური  -  სულით  ბერწთა  და  მდაბიორთა!..
კვლავაც  უშრეტი  სისხლი  იგი  იხუვლებს  ერთხმად,
მამა-პაპათა  ძარღვთა  შინა  რაიც  შხიოდა!..

20.6.  2009.




ანთა  ნათელიძის  ლექსებზე


1.
რად  უნდა  შენს  ლექსს  კომენტარები!..
ვნახავ  და  გულზე  მომედარება!..
მწამს  -  უმჯობესნი  მოვლენ  დარები
და  წინასწარულს  ვგრძნობ  ნეტარებას!..


2.

ფესვების  მომფერებელმა
ნაყოფით  გაიხაროსა,
ვინც  გულის  პეშვით  დაუსხამს
ნერგს  კეთილს  -  მადლის  წყაროსა!
ვერ  სჯობენ  ყალბნი  ფარჩანი
ნაღდ  მამაპაპურ  ჯვალოსა!..



სვან 
მარეთაგან 
დალოცვილისა

/ მირან  ფალიანს  -
თითქმის  ურაკელს /


კვლავ  იმ  გზას  მისდევ  შუბლდანაღარი,
რომ  დაგილოცეს  მარე  სვანებმა!..
ძმობის  უფალთან  ხარ  წილნაყარი  -
ძმისთვის  სიცოცხლეც  არ  გენანება!..

მოძმედ  არ  გივის  ჯიგრით  საპყარი,
მსტოვრად  ვინც  ქვეყნად  დაიარება...
გწამს,  რომ  ღვთის  რისხვა  არ  გაახარებს,
ვინაც  გზას  მისას  თავი  ანება...
ლექსი  -  ჟამს  ცეცხლად  რომ  შეაყარე!..  –
ბარეორს  ვეღარც  დაეზმანება!..



კომენტარი
რეჟისორის  ლექსზე  ,, ლოთი’’
       

          -  ნუ  დამაძალებ,  დამაცალე, 
          შენ  გენაცვალე!
          მე  ღვინო  დაგრჩა  თასის  ძირში...
          -  მიდი,  დაცალე!..
          -  ვერა,  ვერ  დავცლი  თასს  ბოლომდე, 
          რერო, რანინო...
          შიგ  ანგელოზებს  ფეხი  მინდა  ჩავაბანინო!..

  -  ხო  მაგარია?!  აღარ  მახსოვს  ოღონდ  ვისია... 
  მირზასი,  ვითომ?..


  ბევრი  ვუყურე  ამ  ცხოვრებას  მთვრალის  თვალებით...
  თუმც  არც  ფხიზელი  მის  თარს  თვალებს  არ  ვემალები...
  რაც  რო  მიყვარდა  -  გააბახეს  ახვარგაზრდებმა...
  შემომტენა  და  მათი  ტუფტა  ვთვალე  ვალები...
 
  ან  სიფხიზლით  და  ან  სიმთვრალით  რა  ავისრულე?!.
  ამ  ცრუფალავანს  იქით  მოვდოთ  უნდა  კისრული!..



ტელეპატოგრამა
თფილისიდან
ფაზისს

              გიგოს

მომენატრა  ფაზისი  -
ზღვასთან  ზავი  მდინარის...
მძაფრი  განცდა:
-  ნაზი  ცის
თრობით 
შეტორტმანება!..

სუფრის  -
ულამაზესის!..  –
არნახული 
ფინალი...
-  რაც  უფრო  ახლოვდება,
უფრო  რო  გენანება!..



თეას  ლექსებზე
/თაბაგარის,  რა  თქმა  უნდა!/


1.
გუშინ  ვომობდი  უზრდელ  დათვებთან...
ვიჯერე  გული  ,, ზრდილობის  თესვით ``...
ეს  დილაც,  ღვთით  რო  კიდევ  გათენდა,
ბარემ  ლამაზით  დავიწყო  ლექსით!

2.
,,მუხლებმოკვეთილი  კალამი 
ფურცელზე  წაიქცა...’’
                                   
                      თეა  თაბაგარი


მგვრის  სიამაყეს 
მზერა  ლომის  სწორფერ  ბოკვერთა,
,, ლეკვი  ლომისა  სწორიაო!..’’ –
ვიდრე  მამხნევებს,
არ  ემუქრება  ნაკურთხ  კალამს
მუხლის  მოკვეთა...
არც  ბედისწერა  არ  ჰპატიობს
უკან  დამხევებს!..


3,  საიტზე
    ყურმოკრული
    დიალოგიდან

-  ლექსის  ფიალა  თეასი
დღეში  არ  მყოფნის  მე ასი!..
-  გულს  თუ  სურს  ღდინზე  დათრობა,
შენც  ასმეერთე  შეასვი!..

21.  6.  2009



თეკლა  ბატონიშვილს

                ,, ... ოღონდ  არ  წამოგცდეს, 
                რომ  შენ  დაიღალე!..’’
                                      გალა...

ცის  იალაღზე  გაუშლიათ  მოგვებს  კარვები
და  ახლადშობას  მოელიან 
ჯვარცმულ  მაცხოვრის...
ბატონიშვილო  - 
როსმე  ცითაც  მოგესალმები,
როს  დავუტევებ 
სიმწრით  ნაგებ  ცოდვილ  საცხოვრისს...
გაილაღებენ  ზეცად  ჩემნიც  ოდეს  არვენი  -
სულს  ღრუბლის  ჩეროს  შევაფარებ 
მუნვე 
განცხრომით..

21.  6.  2009.




მაკუცას  ლექსზე  -
,, სიზმარი ...  ლურჯი ...  მოდილიანი ... ’’

/ზმური  რობაი/

ხშირად  ვიგონებ 
ჩემს  ლოთ  ძმა-და-კოლეგას  -  მოდის...
მსწრაფლ  - 
ჩემი    თ რ ო ბ ი ს    ჟ ა ნ ა-მ უ ზ ა ც   
( მის  ნაცვლად!..)  მოდის
სადად  ჩაცმული... 
მიყვარს  -  წუწკი  რომ  არ  მყავს  მოდის...
და  მიხარია  -  სურნელიც  რომ
კვლავ  საამო  დის...


ნინო ნადირაძე/მზე-მწველიძის
ლექსზე
,, დალევდა  კაცი...’’


რაც  მე  მიწრუპამს  ყანწები,
ერთად  რომ  ჩამოვარიგო -
მთვარიდან  მზემდე  გასწვდება
( მიწის  წკრუნიც  არ  გავიგო!..) ...

ცის  კვლავ  განახვნა  მზემ  კარი.
ღირს  ეს  დღე  დავათარიღო...
ჩვენში  დარჩეს  და  -  შენც  კაი
გიჟი  ხარ  -  ჩემი  არ  იყოს!..

20.  6.  2009.



ლომს  -  პ.მ.-ში

1.
ლომებს  სალამი  ლომთა  -  მარადი!
მოვაწყოთ  ერთი  ლომთა  პარადი!

2.
ვარ  ზოოპარკის  ლომივით...
საკნიდან  გავცქერ  გალიებს...
წუხელ  მეზობელ  ლომებთან
იმ  ცხოვრებისა  დავლიე  -
ჩემი  სამშობლოს  ძებნაში
ზოოპარკში  რო  დავლიე...

25,  6. 2009



აპოლინერი

კატა

/ თარგმანი /

            ბექა  ოთანაძეს


მაქვს  და  მექნება  სურვილი  ყოლის
პირმშვენიერი  ჭკვიანი  ცოლის...
კატისაც  -  კედელს  რომ  ეკვრის  ფრთხილად...
მეგობრის  -  ბევრის!  -  ეს  პირველყოვლის!
ყოფა  კაცისა  უმეგობროდ
ღირს  რადგან  ჩირად.


ჯუბას  - 
პოეტ,  სპორტსმენ
და  პოლიგლოტ  ბიჭს

/ალიტერაციული  ექსპრომტი/

ღრჯუთა  ჯამაათს
ჯვრითაც  დავჯაბნით!..
ჯერ  ჯერი 
ჯანთა    გვიდგას  მოკრების!..
არ  გაჯირჯვდება  გული  ნაჯაფი,
არც  წურთნას  მოშლის  ლომი
ბოკვრების!..


**************************************

ნინო  დარბაისელის
- იგივე  ,,დიოტიმას’’,
- იგივე  ,,დებორას’’ 
ლექსზე 
ატეხილი
შაირ-კაფიობიდან


                      1.
მოგიკითხა-რა  სიყვარულით 
იდიოტ  იმომ,
თქვა  ანაზდეულ:  - 
რა  მაგრები  თქვი,  დიოტიმო!..
მუგუზალი  რო  უთავაზე 
მწვავედ  ძმა  ხაფერს,
ცივ-ცივი  ღვინით  დავუამოთ  - 
მივდიოთ  იმოს!..

                      2.

,,მეთუნეო,  მაღალო!’’
  /ნ.  დარბ./

ღარიბ-ყარიბთა 
სულ  საგანი  რომ  იყო  ქების,
-  პოეტებს  ბარემ  დაგვიმზადე 
სავსე  დოქები!
ამბავი  ძალის  შენის  დიდის
რომ  იცის  იმომ  -
წამში  გადაჭრი  საკითხს 
ჩვენი  სმა-გამოკვების!..


                      3.
                     
''დარბაისლური'' რობაი  სჯობს '' 
,, ელ- დამასტურებს''!..
                                                       
              ნინო  დარბაისელი                                                                   

შენ  ხომ  კარგი  ხარ !..
-  არ  ეშლება  არცრა  ელ-დამასტს!..
რა  ვიცით  -  იქნებ 
კაცი  ტრფობის  აცრა  ელდამაც?!.
ზოგი  შორით  წვით,  შორით  დაგვით, 
ზოგიც  -  ვით  ხელი
ეაშიკება 
მ ი უ წ ვ დ ო მ ლ ა დ  ს ა ნ ა ტ რ ე ლ  დამას!..
- ,,მიჯნური  შმაგსა გვიქვიანო’’... 
და  ხამს  შენდობად,
დიდმონანიედ  თუ    აღუვლენს 
ალაჰს  ერთ  ნამაზს!..

                  4.

რობაის  მუზა  გამეჩითა
დილის  მადლივით!
-  პახმელიაზე  არ  გეგონოთ 
წერა  ადვილი!
თუ  იმო  ძიას 
ვინმე  რამეს  დაეკითხება -
ამ  დილის  ხაში  ურჩევნია 
მწვადებს  ხვალ  დილის...


                    5.

შაირ-კაფიაც  დაგიყრიათ  ჩეჩქად, 
რობაიც!..
გინდათ  -  ურაკში  შემოვაგდებ 
მუზა-კომბაინს?!.
იმდენი  ვლეწოთ  კაფიები 
და  ვანიავოთ  -
ძმა-მოდერნისტებს 
დავავიწყოთ  პოეტობაი!..
შენც  შეგვაწიე  ორი  სიტყვა, 
ხაფერ,  ძმობილო  - 
პოეტებში  რო  იმთავითვე
ჰპოვე  ნდობაი!..

                    6.

ამ  გაზაფხულმაც  ჩაიარა 
თევებში  ღამის
ხან  საკანში  და  ხან  ქუჩაში... 
თვინიერ  ამის
- არც  საძმო  სუფრებს  ვუძვირებდი
რაკი  სტუმრობას, 
ამ  მხრივაც  არ  ვარ  თქვენგან  ღირსი 
აუგის  რამის...
გამგზავრებას  კი  ჯერ  იმსოფლად 
არ  ვჩქარობ  დიდად -
არც-სად  სამარე  გამექცევა 
დედის  და  მამის...

                    7.

ოდითგან  -  ლექსად  სიტყვა  თქმულა 
ამოდ  წყობილი,
რაც  იმთავითვე  გახლავთ  ჩემი 
ვიწრო  პროფილი.
ფართო  პროფილით
-  ფრიად!..
-  მეფურს  ვაფასებ  სუფრას,
ირგვლივ  პოეტებს  ალყა  რო  აქვთ
შემოწყობილი!..
არ  დაგიმალავთ 
-  და  დიდება  ამისთვის  უფალს!..
-  ნაღდ  პოეტთა  რო  მეც  ვარ 
დასტურ 
ნაღდი  ძმობილი!

**********************************************************************************
გაგრძელება  იქნება  და  ძაან  მაგარიც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები