ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2009


ყველა დასაჭერია!..

*****************************************************************************
          /,,ერია  თუ  ბერიას’’ 
                  მოტივებზე.../


ფიცი  რა  საჭიროა  -
ვერ  ვპოულობ  რითმას  უხმარს...
-  ყველა  დასაჭერია,
ვისაც  საქართველო  უყვარს!..

ესეც  სვე  და  ბედია
და  იღბალმაც  ჩაიმუხლა...
ყველა  დასახვრეტია,
ვისაც  საქართველო  უყვარს!..

ქვა  არ  გდია  ჩემი  ხნის,
ხავსმა  ასე  რომ  ხრა  -  რუხმა...
ყველა  დასაჩეხია,
ვისაც  საქართველო  უყვარს!..

ძლივს  კვლავ  გამოფხიზლებული,
ვარ  არაჩვეულებრივად,
როს  ვჭვრეტ    ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ
ამდენ  მსუყედ  ნაკვებ  პ რ ი მ ა ტ ს ...

ვერცხლის  ფასად  ძნელია,
დათმო  -  მიწყივ  რაც  გიყვარდა...
ყველა  დასაბმელია,
დამბმელ პრიმატების  გარდა!..

თუ  სავდა  მკლავს  - სევდა  იყვეს,
ოღონდ  -  მხნე  და  ლაღი  სევდა!..
ევრორემონტიან  ციხეს
სხვა  დროს  მე  ვინ  მაღირსებდა?!.

გულის  წყლულებს  ვიხვევ...
აბგაც  საგზლით  აღვივსე  და
პრიმატებმაც  მიხმეს  -
აგერ  ცხვირწინ  აღვირს  ვხედავ...

თავს  რომ  მრავლად  გეხვია  -
ის  მუმლი  კვლავ  მრავლობს,  მუხავ...
ნეხვიც  კვლავ  ის  ნეხვია  -
ცისკრებს  თავზე  გახევს  მწუხრად...

ბოლოს  როსღა  დაუდებ
შენ,  ციერო,  კვლავ  რომ  დუმხარ  -
უშვერ  პარადს  დაუნთა
და  სიცრუეს  -  რახა-რუხას?!.

მოგვეც  ცა  გამმჭვირვალე,
ვიდრე  სულ  გაგვცლია  სიქა!..
და  თუ  დასაჭერი  ვარ -
თავი  ჯოჯოხეთშიმც  მიკარ...



18.  6.  2009
*****************************************************************
კიდევ  ერთი  არაადამიანური  დარბევის  დღე...
ასეთ  თარიღებს  ისტორიიდან  ვერავინ  ამოშლის...
მაგრამ...

ვერ  გააბრიყვებს  კურთხეულ  ერს  იბერთა,  ბრძენთა,
როშვა  შლეგური  -  სულით  ბერწთა  და  მდაბიორთა!..
კვლავაც  უშრეტი  სისხლი  იგი  იხუვლებს  ერთხმად,
მამა-პაპათა  ძარღვთა  შინა  რაც  რო  შხიოდა!..

20.  6.  2009.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები