ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2008


როცა დაღამდება

ვიცი, ადრეა და არ მიხდება
სიკვდილის შიშით ატაცება,
თავს მაინც ვერაფრით ვერ ვერევი,
როდესაც თორმეტს გადასცდება.

ღამის ლაქაც ვეღარ ამოვრეცხე
ჩემი სამოსიდან „არიელით“,
თავზე უცებ  წამადგება ხოლმე
მშობელივით, ჯერ რომ სულ არ ელი...

უცებ კვანტს მომდებს და მომერევა
გრძნობა საოცარი მარტოობის,
ადრე არაფრის არ მეშინოდა,
ახლა ვიცი - კვდომა იმ დროს მოდის

როცა სხვის ტკივილებს  კოცნით არჩენ,
მე კი ექიმებიც ვერ მშველიან...
აღსარებაზე მყოფ სულისავით
ჩემი ჭრილობებიც შიშველია.

განა მართლა იმის მეშინია
ჩემი სხეული რომ გაიხრწნება?
ამ სიყვარულის არდახარჯვა
მენდე, არაფრით არ შეიძლება...

ისევ გადასცდება მალე თორმეტს,
ალბათ ეს სიცოცხლეც დაღამდება.
შენ... შენ ნურაფერზე ნუ იჯავრებ,
ყველაფერი ისევ დალაგდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები