ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2009


ღმერთო (ახალი)

ღმერთო! შაბათ-კვირას გესტუმრები
ოჯახში, სუფრა გამიშალე!
მერე სულს გაჩვენებ და შავ-თეთრი
კბილის ექიმივით დამითვალე.
ვიცი, თავზე ხელს არ გადამისვამ,
ახლაც თუ გიჩოქებ - ორჭოფობით,
ხელი მეიგრეკჯერ ჩავიქნიე,
ზოგჯერ მგონია რომ ღმერთოფობი
ვარ... ლოცვა ნელი წრუპვით მიმდის,
როგორც იმ მარტინის დებიუტი...
ჩემს გამოსწორებას ვერ ეშვები
ჩემზე არანაკლებ სიჯიუტით.
ობოლი ბავშვივით კუდში დაგდევ,
იქნებ მიშვილო და შენი გავხდე...
ღმერთო, შაბათ-კვირას მანდ მოვდივარ,
წინასწარ გაფრთხილებ, სახლში დამხვდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები