ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


* * *

ერთ მოგონებას დავხურე შავი,
ხოლო მეორეს ჩავაცვი ჭრელი,
დგას ეს სოფელი უნდო და ავი,
ცივ სამართებლის პირივით მჭრელი.

მე ყველა როლი ჩამომირიგეს,
რომელსაც ერქვა სიტყვა “მორჩილი”,
ხოლო ბავშვობის ფერად გვირილებს,
გულზე ხავსივით გაჩრია ჩრჩილი.

ახლა სიზმარშიც არ მოდის ლექსი,
ჩემი გზა, ჩემი ხსნა და მესია,
წუთისოფელო ბოლომდე შემსვი,
თორემ სიცოცხლე უფრთო ლექსია.

რამდენი დარდი ჩაჩუმდა უთქმელ,
მზეც ვერ ბზინვარებს ღრუბლებში მწოლი,
ტირის ნიღაბი, რომელმაც წუხელ,
მასკარადისთვის მოირგო როლი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები