ის, მიდიოდა დაბურულ, გაურკვეველ ადგილას. გამთენია იყო, მზეც იწვერებოდა, მაგრამ ციოდა და თან ბილიკიც აღარ ჩანდა, მერე სადღაც ბზის უზარმაზარი ხეები გამოჩნდა, იქვე კი დიდი წარწერებიანი ლოდები...ჩამოგდებული გუმბათი და ირგვლივ სიმწვანე სასიამოვნო სურნელებით შემოიჭრა. ის, ისევ მიიწევდა წინ და ლოდებს აბიჯებდა მერე შავი მარმარილო და იქაც სადა წარწერები, მხოლოდ სახელი, გვარი და თარიღები სხვა არაფერი. გზა აღმართიანი იყო, მიწა რბილი, დამეწყრილი. მიდიოდა და ფიქრობდა ვაითუ ვერ ავაღწიოო. თუმცა იცოდა მაინც ავიდოდა და სათავის წყალსაც მოძებნიდა, რომელზეც ბევრი სმენოდა. სხივი იჭრებოდა,მაგრამ მაინც შორს იყო კიდევ. მერე სივრე შემოიჭრა , ეს ისეთი მოულოდნელი და უზარმაზარი სივრცე აღმოჩნდა , რომ სუნთქვა გაუჭირდა. მოტრიალებული, უსასრულო მინდორი დაიწყო. ახლა ეგონა ამ უსასრულო გზას ვეღარ დააღწევდა თავს. ბოლოს კი სადღაც შეწყდა ეს უთავბოლო სვლა ისიც იმის გამო, რომ მინდორი გადახლეჩილიყო და გადასავარდნი ადგილი გამოჩნდა. ის, მობრუნდა გაოცებული, ნუთუ იმისთვის იარა ამდენი , რომ ხრამში გადაიჩეხოს? იხსენებდა მონაყოლს, იქნებ სადმე უნდა შეეხვია, მაგრამ შესახვევიც რომ არ იყო?და თანაც არც ახსენდებოდა მსგავსი რამ. მერე ისეთი სიძლიაერით მოხვდა ჰაერი, რომ გაბრუვდა, რაგაცეები ჩაესმოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და კადრებად ხედავდა ვიღაცას, არა ვიღაცეებს.
-- ბაბუ, სათავის წყალუკა მომიტანე ... -- კი ბაბუ მოვიტან--და ცრემლები წყაროდ ჩემოედინებოდა. -- ბაბუ, ხო იცი რაცაა ეგ წყალუკა?ეგ ჩვენი ცხოვრებაა... --ლაპარაკი უჭირდა და მაინც აგრძელებდა. -- ზემოდან მოდის--ხელი გაიშვირა,მაგრამ იქ არსად იყო მეტი ზემოთ. --ბაბუ გაიქეცი და მოიტანე წყალუკა... --ცოტახანი ვიქნები შენთან რა და მოვიტან -- ისევ ტიროდა და მის თავს ეფერებოდა, რომელიც კალთაში ჩაერგო მოხუცს. --უხ შე ჭინკა შენა გაიქეცი მეთქი... გაიქცა მივიდა სამღარიან წყაროსთან და სამივეს ხელი შეუშვირა, მერე თიხის ჭურჭელი აავსო და უკანვე გამოიქცა. მოხუცს სახეზე მოუსვა და თითქოს მოსულიერებულმა თვალები მიაპყრო ზეცას. -- ბაბუ გახსოვს ლექსი რო დავწერე წყალუკაზე? ჰა, ბა...ბ...უ... -- კი მახსოვს ცხოვრება იყო. ის ლექსი კი არა პოემაა მთელი და ... ბაბუ რა გჭირს??? -- არაფერი მიქელ გაბრიელმა მომაკითხა ბაბუ... ხოდა არ დაივიწყო ეს წყალუკა... -- არ დავივიწყებ -- ტიროდა. --კაი ბაბუ აქ მეორე წყაროს ნუ გადმოუშვებ ესეც საკმარისია ამ სოფლისთვის. მჟავე წყალუკა კია სასარგებლო მარა დაიტოვე ცოტა შენთვის...
*** ის, შემოტრიალდა და იქვე სამღარიანი წყარო შენიშნა...მერე ვიღაცის ხმა უყვებოდა სადღეგრძელოსავით : ასეა თქმულა, ამ ორი რკინის ღარიდან თავადები და აზნაურები სვამდნენ ხიდან კი გლეხები... მე ხის ღარიდან მიყვარს უფრო გემრიელია...ხოდა ამ ლამაზ ლეგენდას გაუმარ... -- ალბათ გაუმარჯოსო ამას ამბობდა, ის ისევ იქ იდგა,მაგრამ არაფერი ესმოდა თან ვერ გაეგო წყალი უყვებოდა თუ ვინმე, არც არავინ იყო ირგვლივ. მერე ახსენდებოდა : ბაბუ ეს წყალუკა ცხოვრებააო” ხოდა ეს ცხოვრება უყვებოდა რაღაც ლეგენდებს.მერე ასველებდა და რეტ დასხმული კიდევ ხედავდა უცნაურ, წარსულ ამბებს... მერე გაყინული წყალი ასულიერებდა და იმ წყალუკასავით ცხოვრება მიდიოდა...მიდიოდა და კიდევ მიდიოდა უსასრულოდ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თბილო და ძალიან კარგო5 თბილო და ძალიან კარგო5
13. გაიხარე კარგოვ :) გაიხარე კარგოვ :)
12. მე ხის ღარიდან მიყვარს უფრო გემრიელია
გაიხარე 5 მე ხის ღარიდან მიყვარს უფრო გემრიელია
გაიხარე 5
11. ''ბოლოს კი სადღაც შეწყდა ეს უთავბოლო სვლა''... მომეწონა, დამასევდიანა!5:) ``ბოლოს კი სადღაც შეწყდა ეს უთავბოლო სვლა``... მომეწონა, დამასევდიანა!5:)
8. "იმ წყალუკასავით ცხოვრება მიდიოდა...მიდიოდა და კიდევ მიდიოდა უსასრულოდ..." კარგია 5
"იმ წყალუკასავით ცხოვრება მიდიოდა...მიდიოდა და კიდევ მიდიოდა უსასრულოდ..." კარგია 5
7. :(ისევ სევდიანი:)ჩაგეხუტეეეეეეეეეე :)5 :(ისევ სევდიანი:)ჩაგეხუტეეეეეეეეეე :)5
6. ლამაზია... და მტკივნეულიც იმავდროულად! 5 ლამაზია... და მტკივნეულიც იმავდროულად! 5
5. მადლობ რენუარ :) მოლიერო :) ირი მაგადი არა კვატი =)) ქალბატონო მანანა მადლობთ:) ტატ ჭკვიანი კი არ ვარ სუმაშეჩა ხარო ასე მეუბნებიან =)) :D მადლობ რენუარ :) მოლიერო :) ირი მაგადი არა კვატი =)) ქალბატონო მანანა მადლობთ:) ტატ ჭკვიანი კი არ ვარ სუმაშეჩა ხარო ასე მეუბნებიან =)) :D
4. ჩემი ჭკვიანი გოგო... ჩემი ჭკვიანი გოგო...
1. კარგად წერ-მეგობარო! 5 კარგად წერ-მეგობარო! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|