ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2009


მცირე რეკვიემი დედას

ყველა ადგილი, სადაც საერთოდ მიყვარს ხოლმე .....
ან ჩამოჯდომა,
დაკავებული, "წასული" დამხვდა.

ახლაღა ვხვდები, რატომ ზუსტად აქ
და არა სხვაგან მომიყვანა ჩემმა ფეხებმა.

მე მიყვარს როცა მზის - პირისპირ,
აქ კი მარჯვნივ ვარ.
ზუსტად იმ ხის წინ (ჩამოვჯექი),
ზუსტად იმ სკამზე, საიდანაც ცუდად ჩანს ბაღი,
რადგან ტოტები, ღმერთის ხელით ჩამოვარცხნილი,
დედის თმებივით, უნებურად მეფარებიან...

ვუსმენ ენიო მორიკონეს, უმშვიდეს აწმყოს...
და გავყურებ ფოთლების მიღმა აცეკვებულ, კულულა ბავშვებს,
ერთი წაიქცა.
(ჩემი ბავშვობა მომაგონა, დედა ამ ბავშვმა)
დედამ უმალვე წამოაყენა.

ისინი წავიდნენ. აღარც ბავშვის ტირილი ისმის,
აღარც ღვთის სიტყვა...

დავრჩით ტოტები.
ტოტებს მიღმა ირწევა ბაღი
და მორიკონეს ენაცვლება შოსტაკოვიჩი.

მზეს ღრუბელი გადაეფარა.
ტოტებს ნიავი აკატავებს, ნელა და ზანტად,
უხმაუროდ იღებს ფოთლებიც - ნიავის სუნთქვას.

და როცა მზე გამოაჭვრიტებს, გამჭვირვალეც ხდება ფოთლები.
მეც შემიძლია უფრო უკეთ ვიყურო გასწვრივ !
მაგრამ არა.
მხოლოდ ფოთლები.
მხოლოდ ფოთლები იზიდავენ ჩემს ყურადღებას.

ტოტებს ისევ ნიავი არხევს. ფოთლებიც ისევ ნიავის სუნთქვას...
ისე, როგორც მე
უნდა მესმინა,
უნდა მიმეღო:

არამხოლოდ ის, თუ რასაც მიმღეროდი !
არამხოლოდ ის, თუ რასაც მიკითხავდი !

არამედ სუნთქვა !

შენი მშვიდი და ალალი სუნთქვა.
უბრალოდ სუნთქვა
დედა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები