ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
24 ივნისი, 2009


გამოცანები(გაგრძელება)



***
შავი ტანსაცმელი უყვარს,
ზოგჯერ ენამყრალია,
ხან გაღმაა,ხან_გამოღმა,
რა არის და...

***
აიყვან და აჭყივლდება,
თითქოს ყურებს მოსჭრიან,
მკვრივი არის,როგორც კიტრი,
ეს რაღაა?    ...

***
შუბლში კენჭი მოვახვედრე
და ქათმებთან მიჩივლა,
რა ვქნა,აღარ მირიგდება,
ესეც თქვენი    ...

***
ყურწაჭრილი,კუდწაჭრილი.
სულ ალერსი სწყურია,
სადაც წახვალ,თან დაგყვება,
არ გშორდება  ...

***
მორჩილია,ჯანიანი,
დიდთვალება,სახეწყნარი,
სულ მეხუთე ხმაზე მღერის,
თქვი,რა ჰქვია?  ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები