ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2009


ბოდვა ხელებზე

არ იცის ხალხმა, რომ ხელები ყველგანაა
და თანაც შენი.
თოვლს ეძახიან, მტვერს ეძახიან-
რა იცის ხალხმა, რომ ხელებია
და თანაც შენი.
და მაშინ, როცა ჩემი ხელები
ითვლიან ხურდებს,
რეცხავენ ჭურჭელს,
იწნავენ თმებს და ვარცხნიან სიტყვებს-
შენი ხელები დუმს.
მოდის წვიმად,
ცაზე მოდის ვარსკვლავებად,
ქალაქს ემართება გაზაფხულად,
მე მემართება ალერგიად.
მაშინ, როცა შენი ხელები ქუხს,
და გემებს ფსკერისკენ მიათრევს,
ჩემი ხელები ყვირის,
უკრავს, ხან ეშლება
ამტვრევს და მერე ეფერება.
როცა შენი ხელები სცენაზე ადიან,
ჩემები ტაშს ურავენ,
როცა ჩემი ხელები ტირიან,
შენებს ემღერებათ.
როცა მე მმარხავენ
შენ მეკუბოვეს ხელები გაქვს.
სუდარას მაფარებენ და
ხელებს მზე მიაქვს...
როცა შენი ხელები ჩემს გვამზე ალაგია
ისინი მინდვრის ყვავილებად ყარს.
და მე მავიწყდება,...
რომ არსებობენ გულები
ნარბენი, მაგრამ გაღიმებული
დასუსხული გულები,
ჩემი ხელებით დაწურული გულები.
და მე მტკივა ხელები
იმის ნაცვლად, რომ მტკიოდეს გული.
მე მტკივა შენი ნაცემი ხელები,
ნაკოცნი ხელები,
ყალბი ხელები,
მე მტკივა ბოდვა ხელებზე-
როდესაც ვბოდავ მე ვშლი ფრთებს
და ფრიი...
შენ მახსენებ, რომ მაქვს
ხელები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები