ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2009


რა რჩება?.../შაბურა არაბულს/

წარსული წარმავალ დღის უარმყოფელი,
წავიდა ცარგვალი ბინდებით დაბურა,
მე კიდევ ბევრს მათრევს ეს  წუთისოფელი,
ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა.
სად არის ის წამი _ ცასთან სიახლოვე,
მდელოს რომ ასწყვიტე ის სილბო სამყურა,
ახლა იმ მთის ძირზე ნისლები სახლობენ
თხელ შურთხებს აფრთხობენ ჯიხვები, შაბურა.
ეჰ! რისი პოეტი, ან რისი ლექსები...
პატივი ეკრანთან მეფის ცრუ მასხარებს,
ხანდახან ხატის წინ ბერივით ვეცემი,
მგონია მცხეთის ჯვარს ზარები აჰყარეს.
შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი,
/დრო არის ქარები ავობენ გმობილი/,
მწერალთა სასახლეს ღამეებს უთევდი.
ვით დაჭრილ მეომარს მესანგრე  ძმობილი,
ლოჟაში ჩამომსხდარ გენერალ პოეტებს,
ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი,
უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს,
თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
რას იზამ, თუ ჟამი გედავა  მდევარი,
არავინ შემწედ და არავინ საშველად,
ვინ იყო პირველი ის დამაწყევარი
პოეტის ჯვარი რომ დაგადო სასჯელად.
სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი,
ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი,
რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო  სტრიქონი,
ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები