ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


ადვილი უშენობა

შენმა დარგულმა ხემ გამოისხა მიზეზები
შენი წასვლის და- ჩემი მაინც ღიმილის.
შენთვის დაკარგულმა ქალაქმა მზე გამოიბა.
ყველა ნაყოფი ქერქიანად მივირთვი,
მზის ყველა სხივით კანი დავიწვი
და წინ გავცურე შეკეთებული ტივივით.
თვალებს ვუფრთხი გიჟივით...
მზერამ შეიძლება დააკავოს ჩემნაერიც-
სამყაროს მოწყვეტილი ღილივით.
შენი დასხმული წყალი ფესვებზე შემაშრა
და გამხმარი შევატოვე ისინი მიწას
ავიწყვიტე და შენგან ნასწავლი სისწრაფით გავრბივარ,
დავხტივარ  კაციდან-კაცზე ტილივით.
არ ვუმხელ თავსაც, რომ ვპოულობ  საწოლში ბუმბულს
ყოველ დილით - და მექავება მხრებთან ფორები
არ ვუმხელ  ამოღინღლულ ფრთებსაც რომ მყვანან,
ალბათ მეშინია სიგიჟის...
შენგან დატყავებულ ტუჩებზეც ახალი კანი ამომდის.
ღმერთის წინაშე თავის დაჭერაც გამომდის.
აღარ მეჩვენება, რომ ვთავდები 
ჩემს შესავსებად  -ყოველ ღამით
ციდან მარცხნივ
სანუგეშოდ მთვარეული  მზე ამოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები