ჩემი ავადმყოფური წარმოსახვების პატარა ნაგლეჯი. მე როგორც ყველა სასოწარკვეთილ თინეიჯერს მიფიქრია რაღა თქმა უნდა ცხოვრების ამაობაზე, აი ,ჩვენ ხომ ყველა ვკვდებით ან სიყვარული რა საჭიროა და ა.შ ათასგვარი სისულელე, რომელსაც მოზარდები გაივლებენ ხოლმე თავში. ამასთან ერთად სუიციდი ამეკვიატა, არც ესაა უცნაური, არაფერი ახალი, ვხვდები, იქნებ ეს ყევლაფერი არასერიოზული და წარმავალიცაა, მაგრამ როცა ვატყობ, რომ გაგიჯება არც ისე ძნელია ვფიქრობ, ხომ არ დამეწერა, თუნდაც რაღაც მცირე.... შეიძლება არავისთვის არაფრის მიმცემი, მაგრამ ნამდვილი. ყველაფერი, ანუ ამ წერილის წერა გუშინ დაიწყო ჩემს გონებაში, მაგრამ ღამე იყო ფურცელზე გადმოტანას ვერ მოვახერხებდი, მოკლედ აი როგორ იყო. ერთ-ერთი ჩვეულებრივი, ჩემთვის არაფრით გამორჩეული ღამე, ისევ არ მძინავს . ეს უძილობა არაფრისგან გამომდინარეა, განსაკუთრებულად არ მინერვიულია იმ დღეს, ჩვეულებრივად ვიჩხუბე სახლში, როგორც წესი იყო ათასი სისულელე ვიფიქრე და გავაკეთე, ასე გადის დღეები. გუშინაც უბრალოდ ვიწექი დაახლოვებით ღამის სამ საათზე დავასკვენი, რომ დაძინების შანსი არ მქონდა და წამოვდექი, ჩემს ოთახს გვერდით ამოშენებული აივანი აქვს, მხოლოდ ფანჯრებია დატოვებული, გავიხედე, ძალიან მაღიზიანებენ ლამპიონები ღამით... ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა, ძაღლი იწვა და ნაძვებიც ისევ იყვნენ, შადრევნის უსუსური განსახიერებაც ჩანდა მათ წიწვებს ქვემოთ. ძალიან მაგარი ბებია მყავდა ცხონებული, ორიგინალური ქალი იყო ღმერთმანი, ხუთი წლის ბავშვს სადარბაზოში მტოვებდა ხოლმე და საქმეებზე მიდიოდა, ის "მივლიდა" როცა მშობლები მუშაობდნენ. ცოტა რომ წამოვიზარდე ახალი უფლებები მომანიჭა და წინააღმდეგობას სულაც არ მიწევდა ხოლმე როცა ფანჯარაზე ვჯდებოდი, გარეთ ფეხების გადასაყოფად, პირიქით მეხმარებოდა, მე მოცუცქნული მარტო ვერ ვძვრებოდი და ხელს მაშველებდა, მერე მეტყოდა მალე ჩამოდი და ძალიან არ გადაიწიოვო. უნდა ვაღიარო ავად იცქორებოდა ასფალტი მეცხრე სართულის სიმაღლიდან, ჩემს ქვეშ გაბმული სარეცხის თოკები კი მხიარულად მეპატიჟებოდნან , მოდი ჩამოჯექი იქანავეო, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა ეტყობა სიკვდილი და უბრალოდ ვიჯექი ნეტარი სახით . გუშინაც სწორედ ეგ გამახსენდა, მარტო გუშინ არა, სულ მახსენდება ხოლმე, თან გული მწყდება პატარა ასეთი გაბედული ვიყავი, რაც გავიზარდე ვერ შევმჯდარვარ ძველებურად, ზოგი იფიქრებდა გაბედულობა არაფერ შუაშია, ტვინი მოგემატა, იცი რომ შეიძლება გადაეშვა მეცხრე სართულიდან და მაგიტომ აღარ მიძვრებიო, მაგრამ არ იყო ასე...მართლაც ასაკთან ერთად შიშებიც მემატება და ჩემთვის ბუნებრივი არ არის ეს შიშები, მაწუხებს, რომ უბრალოდ არ შემიძლია გავაკეთო ასეტი მარტივი რამ, რატომ? .... როგორც უკვე ვთქვი ავადმყოფური წარმოსახვა მაქვს და აი ეს არის მიზეზი, მით უმეტეს ღამე ყველაფერს საკუთარი თავივით ამუქებს და რა ვიცი ახლა რომ შემოვსკუპდები ფანჯარაზე და დავიწყებ ფეხების ქნევას, ვითომც არაფერიო , მაშინ რომ არ მომეჩვენება ძალიან მიმზიდველად გაფრენის პერსპექტივა...ასეთი წარმოსახვები ძალიან შორს მიმავალია მინდა გითხრათ... აი მაგალითად გუშინაც ჩემს ბედზე შევნიშნე კიბე, აივნის კედელზე მიყუდებული, დედაჩემი ფანჯრებს რომ წმენდდა დღისით დარჩენოდა, ჰოდა ორი საფეურიც რომ ამედგა კიბეზე არ გამიჭირდებოდა იქიდან ფანჯარაზე გადასვლა....გავშალე კიდევაც კიბე, როცა ვნერვიულობ ხელები აუცილებლად მიოფლიანდება, ჰოდა რკინის მოაჯირზე ჩემი ოფლიანი ხელისგულების კვალი შენვიშნე მაშინაც, არა და რა იყო აქ ასეთი სერიოზული, გასართულებელი... არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. კიბის მესამე საფეხურზე ავედი და ისე გადავიხედე ქვემოთ, ფანჯარა ისევ ისე მშვიდად მელოდა და მეც ვფიქრობ აი ვთქვათ და დავჯექი, მერე რა? რამდენიმე წუთში გადმოვალ უკან და საკუთარი თავით კმაყოფილი დავიძინებ, მერე სხვა დროსაც აღარ შემეშინდება ხოლმე, ძალიან მეზიზღებოდა იმ მომენტში თავი, რადგან უბრალოდ კი არ ვაკეთებდი, არამედ ამდენს ვფიქრობდი, ალბათ ეს ქცევებიც საკუთარი წარმოსახვის გასაღვივებლად მჭირდებოდა, როგორ ვთქვა... ფიქრისთვის საკვები მინდოდა...კიდევ იმას დავამატებ, რომ როცა რაღაც ძალიან მინდა, შეიძლება არ გავაკეთო, მაგრამ თუ წარმოვიდგენ, მეთლი სხეულით და გონებით როგორ ვაკეთებ, მერე შეიძლება ღმერთმა ვერ დამაჯეროს არ გიქნია ეგ ჩემო შვილოვო. როგორც ნამდვილ მოვლენას ისე აღვიქვავ ხოლმე საკუთარ წარმოსახვებს, ყველაფერი მართლა ხდება ჩემთვის რასაც გავიფიქრებ. გუშინაც გადავედი კიბიდან და ჩამოჯექი ამ ნანატრ ფანჯარაზე, ჰოდა არაფერი...ასე ვიყავი ჰერში გამოკიდებული ცოტა ხანს სანამ ახლიდან დავიწყებდი ფიქრს (თავი მოვიკალი თუ არა ეგ ინტრიგაა ღმერთმანი ჯერ ვერ გაგიმხელთ)....მერე მოვიდნენ აზრები, აი ვთქვათ გადავხტი, აბა რა შეგრძნებაა: რამდენი წამი დამჭირდება სანამ დაბლამდე ჩავაღწევ ალბათ პერანგი ამიფრიალდება, ვერ ვიტან ამ პერანგს , გამომეცვალა მაინც, რა ქალურია. გზაში გამისკდება გული თუ რო დავეცემი მერე მოკვდები? იქნებ ჯერ სარეცხის თოკებს ჩამოვეკიდები და ვიყვირებ? მერე ვინმე გამოიხედავს და კი ვერ გადამარჩენს, მაგრამ ჩემი ფრენის პროცესს დაესწრება, ან აი იქნებ ქვემოთ მქობლის სატელიტურ ანტენას დავეჯახები და ჩავიყოლებ? როცა დავვარდები და თავი გამისკდება დიდი ხმა ექნება? არა სირცხვილია ახლა სძინავს ხალხს, როგორ დავაფრთხო, საწყლები , დაღლილები, ზოგს ძლივს ჩაეძინა ალბათ ათასი სადარდებელი უტრიალებდა თავში, შენ კი მიდი და ამ შუაღამისას თავი მოიკალი ნინო, ყოჩაღ რაა, უნდა წამოაგდო ფეხზე ყველა, როგორ შეეშინდებათ. რა გაცინებს? თან არ გენანება? ნახე რა ლამაზი თმები გაქვს სისხლით უნდა მოსვარო? არ მოუხდება. ან კიდე რომელი გამოსაჩენი ფეხები შენია წარმოიდგინე იქ გათხლაშური რა საზიზღარი შესახედი იქნები, არა იქნებ ვინმე კეთილისმყოფილემა გაგისწოროს პერანგი. ეს ძაღლიც ალბათ გულგახხეთქილი გაიქცევა, კარგია ღამე მაგის წკავწკავი ძილს აღარ დაუფრთხობს ხოლმე ხალხს, იქნებ მოვიდეს საერთოდ და ჩემი სისხლის გუბე ალოკოს? ჩემს სახლში დატრიალებულ სიტუაციაზე უბრალოდ ლაპარაკი აღარ მინდა, წარმოიდგინე შენ გდიხარ მკვდარი იქ შენთვის დაბლა, მკვდარი არა, ძალიან მკვდარი და აი მაშინ კი გაიგიჟებენ თავს, როგორ მეზიზღება ეს ცერემონიები, პანაშივიდი კიდევ ჰო, მაგრამ არა, აუცილებლად უნდა დაგეწერა წერილი "ქელეხი არ გადამიხადოთ და არ გაბედოთ ჩემი დასაფლავება". ისე შენს ქელეხში ხალხს ყელში ლუკმა როგორ გადაუვა ნინო? შენ ხომ ასეთი ახალგაზრდა იყავი და ასე ტრაგიკულად დაამთავრე სიცოცხლე, რა სულის შემძვრელია ღმერთმანი ახლა ავჩუყდები, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება ახლობლება ნეტავ? ოღონდ არ დამასაფლავონ რა? ისე დამიმახსოვრონ, ჩემს სურათს ნუ გაადიდებენ, მეზიზღება ეს მეხსიერების სავარჯიშოები, თუ გენატრება ადამიანი დახუჭე თვალები და გაიხსენე რა ცოცხლად ეს სურათზე გაშტერებული არაფრისმთქმელი სახე რა ოხრად გინდა, ან კიდევ მიწაში თუ ჩადებ და მერე იმ ადგილს ლამაზად შემოღობავ მაგაში კარგი რა არის, იქნებ რომელიმე ჭკვიანმა მოიფიქროს და დამწვას... ოჰო! სადამდე წახვედი ხედავ? უკვე შენი ცხედრის პრობლემებზე ფიქრობ, მაგარი რამეა წარმოსახვა ღმერთმანი... ნუ შემედავებით. რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ეს აურზაური? საკუთარი მნიშვნელობის შეგნება თუ მოგინდა ალბათ, თორემ სიკვდილი არაფერში გჭირდება, როგორ შეიძლება მართლა ფიქრობდე თავის მოკვლაზე, როცა გონებაში ფურცელს უზიხარ და რაღაცას წერ, მაშინვე ეცემი, როცა გათენდება, შენ ხვალინდელ დღეზე ფიქრობ, რომელიც უშენოდაც და შენიანადაც ერთნაერად მოვა. ჩემს მშვენიერ ორეულზე ჯერ არაფერი მითქვამს? ძალიან საყვარელია და ეშმაკი, ის ხომ ჩემია რა გასაკვირია. გუშინ ფანჯრიდან ყურებისას ჰაერში იჯდა და ჯანდაბა მაგის თავს, რატომღაც ჩიბუხს ეწეოდა, თან თითს მიქნევდა , მგონი თავისთან მეპატიჟებოდა, სულ ასე იცის ხოლმე,, მაგრამ ერთი ვერ გავარკვიე სად არის ეგ "თავისთან". ალბათ იმიტომ გავიჩინე ის, რომ ყოველთვის მაინტერესებდა როგორი დასანახები ვიყავით ადამიანები ზემოდან, ან მე როგორი ვარ უცხოს თვალში, როცა გვერდიდან მიყურებენ, აი მაგაში მეხმარება ზუსტად. როცა ვწევარ აუცილებლად მისი საშუალებით ვუყურებ საკუთარ სასწაულ პოზაში გართხმულ სხეულს, როცა ვწერ მაშინაც, საერთოდაც ხშირად გვერდიდან ვუყურებ... გუშინ აშკარა სიმამაცე გამოიჩინა ზემოთ ხსენებულმა რომ იცოდეთ, ჩემს მაგივრადაც შემოჯდა ფანჯარაზე და ჩემს მაგივრადაც გადახტა, მაგრძონინა როგორი იყო ეს ყველაფერი, ყველა წუთი სახლიდან ასფალტამდე გადავარდნისა ნამდვილად იყო, ის ჩემს ნაცვლადაც მოკვდა, ვდარდობ ძალიან...იქნებ სამუდამოდ დავკარგე,,, არ უნდა გამეშვა , მეტაცა ხელი და შემომეყვანა ოთახში. მენანება, იქნებ აღარც დამიბრუნდეს და აღარ მყავდეს?... ტრაღიკულია ღმერთმანი... მისი სხეული ძაღლმა წაათრია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. reebze fiqrob shen, ha? :) ara, principshi, mec mifiqria, magram mainc :) ufro natel fiqrebs gisurveb :) reebze fiqrob shen, ha? :) ara, principshi, mec mifiqria, magram mainc :) ufro natel fiqrebs gisurveb :)
7. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენააა!!!
კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენააა!!!
5. ძალიან საინტერესოა თან აი ისეთიც რაც ყოველდრე ხდება თითქმის ყველათინეიჯერის თავში..ყოჩაღ მომეწონა :) ძალიან საინტერესოა თან აი ისეთიც რაც ყოველდრე ხდება თითქმის ყველათინეიჯერის თავში..ყოჩაღ მომეწონა :)
3. ,,მკვდარი არა,ძალიან მკვდარი,, ,,არ გაბედოთ ჩემი დასაფლავება,, :)ჰო,ნიჭიერი და კარგი. ,,მკვდარი არა,ძალიან მკვდარი,, ,,არ გაბედოთ ჩემი დასაფლავება,, :)ჰო,ნიჭიერი და კარგი.
2. ნიჭიერი ადამიანი ხარ! ნიჭიერი ადამიანი ხარ!
1. საინტერესოდ წერ. კორექტურები შეასწორე. წარმატებებს გისურვებ! საინტერესოდ წერ. კორექტურები შეასწორე. წარმატებებს გისურვებ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|