ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ომ
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

სალომე

იცეკვეთ ჩემთვის, ქალიშვილო,
იცეკვეთ ჩემთვის.
ოღონდ, იცოდეთ,
უნდა გეცვათ შილიფი კაბა-
ისეთი თხელი,
რომ გიჩანდეთ ყოველი ნაკვთი.
მთხოვეთ, რაც გინდათ,
ოღონდ, ერთხელ,
გულისყრამდე იცეკვეთ ჩემთვის.
იცეკვეთ ისე, რომ დაჩრდილოთ
ხმები პყრობილის.
იცეკვეთ ნებით,
მაგრამ დედას ნუ დაუჯერებთ.
პირობას გაძლევთ,
სიტყვას უკან რომ არ წავიღებ:
მთხოვეთ რაც გინდათ.
მიწის ნახევარს,
ანდა, სულაც, სიცოცხლეს მოგცემთ-
ოღონდ ამ ღამით,
მომხიბლავო მეფის ასულო,
მხოლოდ ამ ღამით,გულისყრამდე
იცეკვეთ ჩემთვის...

ვიღაც იღიმის
მწველი მზერით ცივი ფრესკიდან
და უფრო მწველად
მილულული თვალნი ხელიდან...
-ოჰ, ქალიშვილო,
გახსოვთ,ერთხელ, იცეკვეთ ჩემთვის?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები