ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


სად დავიმალო?!..

სად დავიმალო?!..

ღამემ წამგლიჯა მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ახლა თუ მიშველის მარტინი,
ან იქნებ თუნდაც კონიაკი.
ასე თუ გავხდები მარტივი,
აღარ დამჭირდება ორი აბი -
მოურჩენელი თავის ტკივილების
სამხილი.
გავდივარ ჩემიდან, მეშინია,
დამხვდება სულების ნახირი,
არ მინდა კუბო დავინახო
და ვიდგე მასთან დახრილი,
ჭირისუფალი ჩემივე თავის -
სხეულის სულისგან დაცლილის.
არ მინდა ღმერთმა დამინახოს,
როგორ ვარ ცოდვისგან დასვრილი,
არშენდობილნი თმაზე შემაბას,
სულ მისხალ-მისხალ დათვლილი.
გამიორმაგდეს თავის ტკივილები
და ვიყო შლეგად ჩათვლილი,
არ მინდა ვინმემ მომაძახოს,
ზეცაზე არ ხარ გათვლილი!

სად დავიმალო?!..
ღამემ წამგლიჯა თმიდან მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ამ მუდმივი არაფრით ისე ვარ დაღლილი,
მა, კიდევ ერთხელ გაწყენინე...

სად დავიმალო?!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები