ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


ჩემი დროით -გახსენებაა

გამვლელებით აივსო გზა-
სიმშვიდიდან სიტყვებამდე
-უკვე-
ერთმანეთს არ ვეჯახებით
და ჩვენივე წარსულში გეპატიჟები:
გზა იცი
გახსენებისას არ დავითვლი ნაბიჯებს არც
შენიდან-სხვამდე
არც ჩემიდან- ჩემამდე
დღეს უბრალოდ უნდა მოხვიდე...
უყველაფროდ...
და რომ მოხვალ მერე-
ხსენი მაგალითები:
რომ გამოაკლო ახლა მეს  შენ
რაღა დავრჩები,
რომ გაყო ახლა შენ-
მეზე და სხვებზე
შეიძლება თუ ჩვენც ნულები ვართ...(!)
და ერთად ვიფიქროთ რისი ბრალია,
რომ ყელში გაჩხერილ სიტყვებს
წყალს ვაყოლებთ და
ვილექებით ჩვენსავე შიგნით...
ვენებში სიჩუმე ჩუხჩუხებს,
რომ არ გამოდის ეს წყეული
სიცოცხლე ფორებიდან-
ჩემი კანი ნასიყვარულევს გავს და
რომ გავამრავლოთ შენი დღეები ჩემზე
მივიღებთ "n" უცნობიან გრძნობას….
მოდი რა,
ხედავ...(?)
ახლა დღეები მხოლოდ მოლოდინია,
და გამვლელებით გადაივსო გზა
ჩვენიდან სამყარომდე...
ეს უამრავი ხიდებიც შველის ნაცვლად
ქაოსური მიმდევრობით წყდებიან და
მეშინია მოდიოდე-
რომ გამოაკლოს ცხოვრებამ
მეს შენ და რომ მაინც დავრჩე
მე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები