ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


დ ე . . .

პირველი სურნელი-
შენი,
ჰგავდა გაზაფხულს და
იყო იის ფერი.
პირველი სხივი
ჩემს თვალებში-
შენ
სიცოცხლის ანარეკლი.
პირველი მე და შენ
ანუ ჩვენ
გრძნობა- ყველა და
ყველაფერი.

დე...
მაპატიე პირველი,
ეგოისტური,
სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები