ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


სიცხე


მტვერი იმ ნაკვალევს წაშლის,
მზეზე რომ დამეწვა ქოში
(თითქოს თვალზე ცრემლი აშრა
წამზე უფრო მცირე დროში)...
აქასაქასდება და ლაშებს,
სადღაც, მონადირის ქოხში,

თვალებმიბლეტილი ძაღლი
დახურავს ხმაურით, მძიმედ...
სანამ წყლებს ღრუბელი დაღვრის...
და სანამ გაჩნდება წვიმა...
ამდენ უშენობით დაღლილს,
მთენთავს ზაფხული და მძინავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები